მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის ტაკიძეების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საბავშვო მოთხრობების ავტორმა გიორგი ჭაუჭიძემ საკუთარი ნაწარმოებები წაუკითხა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა და მას სკოლის დირექტორი და დაწყებითი კლასების პედაგოგი ესწრებოდნენ.
„ერთი ლამაზი დღე გიორგი ჭაუჭიძესთან. ემოციებით დატვირთული დღე გვქონდა. რა თქმა უნდა, ონლაინ. ბატონმა გიორგიმ თავისი მოთხრობები წაუკითხა ჩვენს პატარა მეორეკლასელებს. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ პირველად იყო, როცა ავტორი თვითონ უკითხავდა თავისსავე დაწერილ მოთხრობას. მოეწონათ და შეიყვარეს მოთხრობის გმირი ნუნუ. შეკითხვებიც დაუსვეს და სთხოვეს, მსგავსი ამბები ისევ დაეწერა მათთვის.
მადლობა ბატონ გიორგი ჭაუჭიძეს უდიდეს მასწავლებელს, საბავშვო მოთხრობების ავტორს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი შეხვედრები ჰაერივით სჭირდებათ ჩვენს პატარებს, სოფლის მცირეკონტიგენტიან სკოლებში.
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ნატო გორგილაძე და ტაკიძეების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი შუშანა ტარიელაძე“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც