სიახლეები
სიახლეები

თვითიზოლაციაში მყოფ ან კოვიდინფიცირებულ პედაგოგს ხელფასი ჩამოეჭრება თუ... - მიზეზი სამინისტროში განგვიმარტეს
23-11-2020
-
+


ქვეყანაში კორონავირუსის ფაქტები დღითიდღე იმატებს და ბუნებრივია ინფიცირებულთა სტატისტიკაში სკოლის კლასტერიც ხვდება. მასწავლებელთა კოვიდინფიცირების არაერთ შემთხვევაზე ვწერდით, თუმცა ახლა სხვა საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას. ალბათ თქვენც გაინტერესებთ პასუხი კითხვაზე: აკლდება თუ არა ხელფასი პედაგოგებს, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, მაგრამ ბიულეტინი არ აქვთ. აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც ერთ-ერთმა პედაგოგმა საკუთარი შემთხვევის შესახებ მოგვწერა:

„მე პირადად მქონდა სიცხე რამოდენიმე დღე, პოლიკლინიკაში უნდა მივსულიყავი, საავადმყოფოში ფურცელი გამეხსნა, მაგრამ რომ დავრეკე მითხრეს სიცხიანი ნუ მოხვალთ, ტესტი უნდა გაიკეთოო. სანამ დავრეკე ცხელ ხაზზე, ჩამწერეს, შემდეგ ტესტი გამიკეთეს და ბოლოს პასუხი მოვიდა, ერთი კვირა გავიდა და შესაბამისად ბიულეტინი ვერ გავაფორმე. ამასობაში ერთი კვირის ხელფასი ჩამომაჭრეს (ხელფასის თითქმის ნახევარი)“ - გვკითხა მასწავლებელმა.

აღნიშნული საკითხი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გადავამოწმეთ. როგორც უწყების ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, თვითიზოლაციაში მყოფ მასწავლებელს ხელფასი დააკლდება, თუ დამადასტურებელ საბუთს არ წარადგენს. ბიულეტინი კი პედაგოგმა სკოლაში უნდა მიიტანოს.

ანალოგიური წესი ვრცელდება კოვიდინფიცირებულ პედაგოგებზეც. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ მასწავლებლებს ხელფასი არ აკლდებათ. თუმცა ამ დროს ეს მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი: თუ ინფიცირებული მასწავლებელი ბიულეტინს ან რაიმე დამადასტურებელ ცნობას არ წარადგენს სკოლაში, მას ხელფასი დააკლდება. ასეთ თვითიზოლაციაში მყოფ და კოვიდინფიცირებულ პედაგოგებს ხელფასი ექვითება იმ დღეების მიხედვით, რასაც გააცდენს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება