მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ბიოტექნო“ „სასკოლო პრემია ნიკო კეცხოველი 2020 -ის“ გამარჯვებულ სკოლებს შორისაა. სასიხარულო ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„CENN და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობამ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, პრიზი ლაგოდეხის ვარდისუბნის საჯარო სკოლას ერგო - 2020 წლის ნიკო კეცხოველის პრემიის აღმოჩენა.
მოგახსენებთ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალი, 26 ოქტომბერს, ავსტრიის ეროვნულ დღეს ჩატარდა (ონლაინ), შეხვედრა კი თავად ავსტრიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა თომას მიულმანმა გახსნა.
ეს იყო ჩვენთვის მოულოდნელობებით, გამოწვევებითა და გამარჯვებებით გამორჩეული სულ მცირე პერიოდის 5 თვის შედეგები.
ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდობა პროგრესისა და განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ამ პროექტში გამარჯვება განამტკიცებს და წარმოაჩენს ჩვენს შესაძლებლობებს, რომ ეს მართლაც ასეა და ჩვენ შეგვწევს ძალა, შევცვალოთ მსოფლიო გლობალურად, უკეთესობისკენ....
ჩვენმა კლუბმა „ბიოტექნომ“ აღნიშნულ პროექტში დიდი ძალისხმევა ჩადო. იმისთვის, რომ გამარჯვება დაგვემსახურებინა, მოვიძიეთ ინოვაციური იდეები, პროექტები, ინოვატორი ადამიანები, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, განხორციელებული თუ მიმდინარე ინოვაციური, გარემოსდაცვითი პროექტები; კარდაკარ ფეხით შემოვიარეთ ახლო თუ შორს მდებარე სოფლები მაკულატურის ძიებაში ფეხით, ვეწეოდით საინფორმაციო ხასიათის საუბრებს, პროექტის პოპულარიზაციას, სოფლებში თითოეულ ადამიანს ვუხსნიდით აღნიშნული პროექტის არსსა და მიზანს; დღემდე ვცდილობთ ფეხდაფეხ მივყვეთ ნიკო კეცხოველის განვლილ გზას; გვჯეროდა და გვჯერა, რომ გუნდური მუშაობით, ყველა საინტერესო და მდგრადი განვითარების მიმართულებით აქტიურად მომუშავე სამეცნიერო, პრაქტიკოს, ნოვატორ ადამიანებთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. ეს პრიზი უზადოდ დიდი სტიმული იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად მოტივირებულნი, დიდი შემართებით უფრო მეტ საინტერესო, ინოვაციურ პროექტს განვახორციელებთ სკოლის, სოფლის, რეგიონის, ქვეყნის, საზოგადოების საკეთილდღეოდ და რა თქმა უნდა, გარემოს დასაცავად.
ვულოცავთ გამარჯვებულ ეკოკლუბს და ყველა ფინალისტ სკოლას მიღწეულ წარმატებას.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, ნინი ბრეგვაძეს, კახეთის რეგიონის ხელმძღვანელ ბატონ კახა სუხიტაშვილს, ანა ამონაშვილს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ქალბატონ მანანა ბახტურიძეს, ქალაქის მერს ბატონ ჯონდო მდივნიშვილს, თქვენი დახმარებით, კონსულტაციით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტივობა გვაქვს წარმატებით განხორციელებული.
ასევე მადლობა ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს. მოტივაცია არ დავკარგოთ. მე მჯერა, რომ წინ მეტი და მეტი წარმატება და სურპრიზები გველოდება, განათლება არ ჩერდება. არასოდეს შეწყვიტოთ ძიება, მოლოდინი წარმატების მუდამ გვქონდეს,
მალე - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაც 2021 დაიწყება, ვეცადოთ მეტი მოსწავლე იყოს ჩართული ეკომეგობრულ აქტივობებში, რათა ერთიანი ძალებით განვავითაროთ ჩვენი სოფლები, რეგიონი, საზოგადოება და გარემო... ძლიერი სოფლები ქმნიან ძლიერ ძლიერ ქვეყანას. ძლიერი ქვეყნები ქმნიან ძლიერ მსოფლიოს და ... კვლავ წარმატებებს გისურვებთ“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი გაგრძელდება მეორე სემესტრშიც