სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლების ნაწილი განათლების მინისტრისთვის წერილით მიმართვას გეგმავს
23-11-2020
-
+


ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდების გაუქმებამ პრაქტიკოსი პედაგოგების გარდა, უკმაყოფილება სპეციალურ მასწავლებლებშიც გამოიწვია. ისინი გეგმავენ, საკუთარი მოთხოვნებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელს წერილით მიმართონ.

სოციალურ ქსელში პედაგოგები წერენ:

„სწორედ ამას მოსდევს ხოლმე კვალიფიცირებული კადრების გადინება, ეს მერამდენედ. სამწუხაროდ, სკოლების ხედვა ინკლუზიური განათლების რეალურად დანერგვის მხრივ, სავალალოა.“

„არც გამკვირვებია, ჩვენ ყოველთვის უკანა პლანზე ვიყავით ჩვენ ვიბრძვით სსსმ მოსწავლეების უფლებისა და ინკლუზიურ განათლებისთვის, როცა მათი მასწავლებლები თავად არ არიან ჩართულები პროფესიულ განვითარებაში.“

„ჩვენი პატრონი ამ ქვეყანაში არავინ ყოფილა თურმე, აშკარაა სისტემას სპეცმასწავლებლები არ აინტერესებს, რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი მოსწავლეები არაფრად უღირთ, ინკლუზიური განათლება მათთვის მხოლოდ სასაუბრო თემაა. 2014 წლიდან გამოცდას ვერ მოაბეს თავი, რაც ჩავაბარეთ, ისიც არ გვიღიარეს (მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ გამოცდას ვგულისხმობ), ის ტესტირება იყოო. არ უნდათ, თორემ საგნის მასწავლებლებს წელიწადში ორჯერ ჩაუტარეს გამოცდა და ყველანაირი შედეგი უღიარეს. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ჩვენ ერთხელაც არ ვიმსახურებთ გამოცდას?“

იმ სპეცმასწავლებლებს, რომლებსაც გავლილი აქვთ 120 საათიანი ტრენინგი და ასევე მათაც, ვინც სპეც. მასწავლებლის მაგისტრის ხარისხი აქვთ, უფროსის სტატუსი მიენიჭოთ - ასეთია სპეცმასწავლებლების მიმართვა, რომელსაც განათლების მინისტრს გაუგზავნიან. 

ცნობისთვის, 120 საათიანი ტრენინგს, რომლის მიზანიც სკოლებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მხარდაჭერაა 2012 წლიდან სთავაზობს. კურსი შეესაბამება სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ზოგადი ნაწილის მინიმალურ ბაზისურ მოთხოვნებს და ექვსი ურთიერთდაკავშირებული ტრენინგ-მოდულისგან შედგება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. ასევე, განისაზღვრა სქემაში სპეციალური პედაგოგის განვითარების, წინსვლის ეტაპები და სტატუსის სახეები. 

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა ნოემბრის გამოცდა არ ჩატარდება - დამკვირვებლებმა შეტყობინება მიიღეს

რის მიხედვით მიიღებს სპეციალური მასწავლებელი პრაქტიკოსის, უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსებს - ბრძანება გამოქვეყნდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება