მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. გასულ სასწავლო წელთან შედარებით, მასწავლებლები უფრო მომზადებულები შეხვდნენ ამ ვითარებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა პრობლემები უცვლელია - უინტერნეტობა და ტექნიკური საშუალებების უქონლობა.
დისტანციური სწავლების სირთულეებზე სკოლების დირექტორები გვესაუბრებიან.
ბაქირ კარალოვის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარის საჯარო სკოლის დირექტორი გუსეინ მუსაევი:
„სკოლა არის დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასული. ძალიან ბევრი სიძნელეა, რადგან მოსწავლეებს არ აქვთ ინტერნეტი და მოწყობილობები. პედაგოგებისთვისაც რთულია, რადგან იყენებენ სხვადასხვა მეთოდს და მათ შორის, სოცილაურ ქსელებსაც, რომ არ ჩამორჩნენ მოსწავლეები სწავლას“.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კამარლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეიტი გაჯიევი:
„სკოლაში დისტანციური სწავლებაა. ამას თავისი სირთულეები აქვს, ბავშვებს არ აქვთ კომპიუტერი. ასევე არის ინტერნეტის პრობლემა, მასწავლებელი ასევე დამატებით იყენებენ სოციალურ ქსელებს, სადაც ჯგუფებში შეუძლიათ ბავშვების მეცადინეობა“.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილაჯლოს საჯარო სკოლის დირექტორი აზერ ალიევი:
„ჩვენთან სკოლები დისტანციურ რეჟიმზეა. გასული სასწავლო წლის პერიოდს თუ შევადარებთ, უკეთესად მიმდინარეობს სწავლება. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში“.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლის დირექტორი ამლეტ იუსუბოვი:
„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. დისტანციური სწავლება მიმდინარეობს, რასაც ახლავს თავისი სირთულეები, ბავშვებს არ აქვთ შესაბამისი რესურსი და რა თქმა უნდა, გვირჩევნია, სწავლა განახლდეს სკოლის შენობაში. გვყავს აქტიური მოსწავლეებიც, რომლებიც ყოველდღიურად ატვირთული ცხრილის მიხედვით სარგებლობენ და ყველა გაკვეთილს ესწრებიან. გვყავს ისეთებიც, რომლებსაც არ აქვთ პირობები, რომ ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის დირექტორი გამლეტ ისმაილოვი:
„გასულ სასწავლო წელს, როდესაც პირველად დაინერგა, ბევრად რთული იყო დისტანციური სწავლება, ამჯერად მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ აქტიურად შეძლონ დისტანციური სწავლების მოდელში ჩართვა“.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის საჯარო სკოლის დირექტორი შახვალათ ნაბიევი:
„სკოლა სრულად არის გადასული დისტანციურ სწავლებაზე. ახლა უკვე ყველას გვაქვს შესაბამისი გამოცდილება, უფრო მობილიზებულები ვართ და შექმნილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობა. მოსწავლეები ახერხებენ ჩართვას სწავლების პროცესში. რა თქმა უნდა არის ხარვეზებიც, ზოგჯერ უინტერნეტობა და საჭირო ტექნიკის უქონლობა, თუმცა საერთო ჯამში, მაინც დადებითად ვაფასებს ონლაინ სწავლებას გასულ პერიოდთან შედარებით“.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანის საჯარო სკოლის დირექტორი მოვლუდ მამედოვი:
„სკოლა მთლიანად გადასულია დისტანციური სწავლების რეჟიმზე. ამ მხრივ, ძალიან ბევრი სირთულეა, არიან ბავშვები, რომლებასაც საერთოდ არ აქვთ კომპიუტერი და არც ტელეფონი...მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ, დაუკავშირდნენ მოსწავლეებს და მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს