„რა დავაშავეთ რეგიონის სკოლის პედაგოგებმა? გამოდის, კორონა მხოლოდ ქალაქის მასწავლებლებისთვის არის საშიში!“ - რა გამოხმაურება მოჰყვა პედაგოგის პოსტს?
„სასოწარკვეთილი მომხმარებელი არა, მაგრამ სასოწარკვეთილი მასწავლებელი ნამდვილად ვარ…ვასწავლი რაიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში და ყოველდღიურად ასობით ბავშვთან მაქვს კონტაქტი. (ჩემს სკოლაში 300 ზე მეტი მოსწავლეა) სკოლამდე მივდივარ ტრანსპორტით, სადაც მგზავრთა ნახევარს პირბადე ნიკაპზე უკეთია ,აღარაფერს ვამბობ ზოგიერთ ჩემს კოლეგაზე, რომელთაც დღესაც არ სჯერა კორონას არსებობის....
ვცდილობ გავითვალისწინო ყველა რეკომენდაცია, მაგრამ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ელემენტარულ წესებსაც არ იცავენ.
ქალაქის სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, რა დავაშავეთ რაიონის სკოლის პედაგოგებმა? რაიონებშიც ძალიან გავრცელებულია უკვე კორონა. კანონებში ვერ ვერკვევი, მაგრამ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დისკრიმინაცია უფროა, ვიდრე ლოგიკური გადაწყვეტილება..... გამოდის რომ კორონა მხოლოდ ქალაქის სკოლის მასწავლებლებისთვის არის საშიში!!!
პ.ს ვიცი რომ საკლასო ოთახში სწავლება ვერ შეედრება ონლაინ სწავლებას...მაგრამ განა რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანი?!“
მასწავლებელმა აღნიშნული პოსტი გამოაქვეყნა და განათლების სამინისტროს ფეისბუქგვერდიც მონიშნა სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში, რომელიც 127 ათასზე მეტ წევრს ითვლის. თუმცა უწყება პოსტს არ გამოხმაურებია, ამიტომაც განათლების სამინისტროს პასუხი უცნობია.
სამინისტროსგან განსხვავებით, პოსტში გამოთქმულ მოსაზრებას მომხმარებლები 200-ზე მეტი კომენტარით გამოეხმაურნენ. მათი აზრი ორად გაიყო - ზოგმა გაიზიარა ავტორის პოზიცია, ნაწილს კი მის ნამდვილობაზე შეეპარა ეჭვი. გთავაზობთ გამოხმაურებებს, რომლებიც მასწავლებლის პოსტს მოჰყვა.
„ეს ყველაფერი კაი, გასაგებია, მაგრამ მხოლოდ მასწავლებლებზე რატომ წუხხართ? ბავშვებისთვის არაა გადამდები ეს კორონა?“
„მე გამწარებული მშობელი ვარ. ეგრეა ჩვენი სკოლაც იმდენ მასწავლებელს სიცხე აქვს,მიდიან იკეთებენ ტესტს დაუდასტურდა მანდატურს და მათემატიკის მასწავლებელს მთელ სკოლასთან კონტაქტი ჰქონდათ სკოლა მაინც არ დაიკეტა,რეკომენდაციებზე აღარაფერს ვამბობ რომ არ ასრულებს სკოლა.დირექტორი ამ ყველაფერს მალავს რომ მასწავლებლებს სიცხე აქვს და ამუშავებს სიცხიან მასწავლებლებს იმიტომ, რომ სკოლა არ დაიკეტოს და თუ გაიგო ტესტი გაიკეთა მასწავლებელმა არ სიამოვნებს და ძალიან უხეშად ეუბნება რა საჭირო იყო ტესტი. ამ დროს დირექტორი საერთოდ ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე?! იმის გამო რომ სკოლა არ დაკეტოს რა გონია თავისხელა ოქროს ჯაჭვს დაკიდებენ .მივმართეთ მშობლებმა განათლების სამინისტროს და არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ სამწუხაროდ“.
„სრულიად ვეთანხმები პოსტის ავტორს. რაიონში რომ ჩავდივარ მართლა ვერ ვგრძნობ იქ თუ რაიმე პანდემია არსებობს და ნუ ღლიცინებთ აქ. არც ავტობუსში, არც სამარშუტო ტაქსში და არც მაღაზიებში პირბადე არავის უკეთია“.
„დამყავდა ბავშვი სკოლაში და მეც ვმუშაობდი, დაგვსვეს სახლში და მაინც მადგას კორონას გვირგინი აგერ მაგას არ აქვს მნიშვნელობა ივლით თუ არა სადმე და ა.შ . მასწავლებელი ბრძანდებით, მოუწოდეთ სკოლაში თანამშრომლებს,ბავშვებს რომ დაიცვან ჰიგიენის წესები, ამის სრული უფლება გაქვთ. ესეც არის თქვენი მოვალეობა, განა მარტო ის რომ კონკრეტული საგანი შეასწავლოთ“.
„მასწავლებელსაც ჰყავს ოჯახი და რომ გადის სახლიდან მასაც აქვს ადამიანური შიში ოჯახს რამე არ მიუტანოს და ამავდროულად სკოლაში ბავშვებთან არ მიიტანოს რამე! ორმაგი პასუხისმგებლობააა და ის რომ ეს კომენტარი დაწერა სულ არ ნიშნავს იმას, რომ გაურბის სიტუაციას ან მასწავლებლის ეთიკას, მორალს რომ უკითხავთ! უბრალოდ კონსტიტუციურად ადამიანის სიცოცხლე უპირველესყოვლისა და შემდგომ დანარჩენი სხვა უფლებები! სწავლის უფლება მაინც არ იზღუდება!“
„მეც რეგიონიდან ვარ არცერთი მასწავლებელი არ ფიქრობს ამ ქალისნაირად 40 მასწავლებელია ჩვენ სკოლაში პირიქით გაგიჟებულები იყვნენ ონლაინზე რომ იყვნენ რაღაც ეჭვი მეპარება არც მასწავლებელი მგონია ვიღაც ფეიკია“.
„როდის იყი ლოგიკური მთავრობის ან განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებები, რო ახლა გახდეს ლოგიკური. არა და გამოცდებს ლოგიკაზე გვაბარებინებენ“.
თქვენ, რას ფიქრობთ ამ საკითხზე, თვლით თუ არა, რომ ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და უნდა იყოს თუ არა ყველასთვის ერთნაირი პირობები? - მოგვწერეთ კომენტარები...