მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის გომარდულის საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. ონლაინ სწავლებაში როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. სკოლის დირექტორი ციალა ჭაღალიძე აღნიშნავს, რომ სწავლების პროცესში არის ხელშემშლელი ფაქტორებიც, თუმცა საეთო ჯამში, სასწავლო პროცესი გამართულია და წარმატებულად მიმდინარეობს.
„დისტანციური სწავლება უკვე არ არის ახალი ჩვენთვის. ამ გამოწვევასაც გავუძელით მასწვლებლებმა, დირექტორებმა. თავდაპირველად, როცა გაზაფხულზე მეორე სემესტრიდან ჩავერთეთ, ურთულეს პრობლემებს წავაწყდით, როგორც ინტერნეტის, ასევე თანამედროვე საშუალებები ფლობის მხრივაც. არიან პედაგოგები, რომლებსაც უჭირთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეგუება, მაგრამ ამასაც გავართვით თავი - დახმარებით, რჩევებით, ზოგმა წაიკითხა, ზოგმა სხვას ჰკითხა და ეს ჩვევებიც გამოუმუშავდათ და ახლა როცა ახალი სასწავლო წელი დავიწყეთ დისტანციურად, ეს უკვე გამოწვევა აღარ იყო და ჩვეულებირვად დავიწყეთ მუშაობა. თუმცა არის ოჯახები, საიდანაც გვყავს 5-6 შვილი, მოწყობილობა აქვთ ერთი და ელოდებიან ერთმანეთს. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები გვიშლს ხელს, მაგალითად: შუქი ითიშება ხშირად. დისტანციური სწავლების მიღმა არცერთი არაა დარჩენილი და ყველა ჩართულია, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ყველა საშუალებას ვიყებებთ. teams - ში ვმუშაობთ და კარგია, messanger-საც ვიყენებთ, შეტყობინებებსაც, ელ-ფოსტასაც და სატელეფონო საუბარსაც“,-გვიამბობს დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
კლუბური მუშაობის ფარგლებში, მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება