მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თლუღის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ფიქრია მუსერიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. პედაგოგმა გაკვეთილი დისტანციურად ჩაატარა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, საკუთარი და მოსწავლის ცოდნა და უნარ-ჩვევები კარგად წარმოეჩინა.
სკოლის დირექცია ფიქრია მუსერიძეზე გვიამბობს:
„მასწავლებლის და სკოლის უპირველესი საზრუნავი მოსწავლეა. თითოეული მოსწავლის წარმატება და მისთვის ხარისხიანი ცოდნის მიწოდება კი – უშუალოდ მასწავლებელზეა დამოკიდებული.
მინდა, ძალიან მოკლედ, გიამბოთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ფიქრია მუსერიძის წარმატების შესახებ. იგი თავისი შრომისმოყვარეობის, კეთილსინდისიერების, მიზანდასახულობის, თანამედროვე ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობის საფუძველზე ჩატარებული საინტერესო გაკვეთილებით იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, რაც სწავლის ხარისხის გაუმჯობესების პირველი ხელშემწყობია. ფიქრია მასწავლებლის დაუღალავი შრომითა და ძალისხმევით არაერთ მოსწავლეს მიუღწევია წარმატებისათვის სხვადასხვა კონკურსებში, კონფერენციებში და შემეცნებით პროექტებში მონაწილეობისას. იგი, როგორც ისტორიის ექსპერტი, ნაყოფიერად უძღვება რაჭა–ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრებს „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ისტორიის მიმართულებით.
პანდემიის პირობებში სკოლა და მასწავლებელი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ფიქრია მასწავლებელმა, როგორც ყოველთვის, აქაც სათანადოდ შემართულმა და მობილიზებულმა გამოამჟღავნა მზაობა ყველანაირი სიახლისათვის. დისტანციური სასწავლო პროცესი დახვეწა და წარმართა იმდენად ხარისხიანად, რომ გარე დაკვირვების გაკვეთილი (ისტორია მე–8 კლასში), რომელიც სწავლების დასწრებული ფორმისთვის იყო განსაზღვრული წარმატებით ჩაატარა დისტანციური სწავლების ფორმით.
ვფიქრობ, ონლაინ გაკვეთილის ჩატრებისას არ არის ადვილი საკუთარი თავი და მოსწავლე ისეთი წარმოაჩინო, როგორიც სინამდვილეშია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლასში, რომელშიც გარე დაკვირვების ონლაინ გაკვეთილი ჩატარდა, მხოლოდ ერთი მოსწავლეა. მან წარმატებით გაართვა თავი დისტანციური გაკვეთილის გამოწვევებს, აქტიურად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში და საკმაოდ კარგად გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები. გაკვეთილმა მოწონება დაიმსახურა და ფიქრია მასწავლებელმა 4 კრედიტი მიიღო, რაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების წინაპირობაა.
თლუღის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ ფიქრია მასწავლებელს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას და კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალში“,-წერია თლუღის საჯარო სკოლის დირექციის წერილში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება