მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელს, მარიკა ხაბულიანს დაბადების დღეს ულოცავს. დირექტორის მილოცვა სკოლის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:
„აი, ჩემი სამკაულები!“
დაბადების დღეს გილოცავთ, მარიკა მასწვლებელო!
დღეს ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელს, ქალბატონ მარიკა ხაბულიანს ორმოცდაოთხი წელი შეუსრულდა.
ქალბატონი მარიკა ოთხი შვილის დედაა: ორი გოგონა და ორი ვაჟი ჰყავს. ოთხივე მათგანი ჩვენს სკოლაში სწავლობს: უფროსი, მართა მეცხრე კლასშია, ანა - მერვეში, მათე - მესამეში, ცოტნე კი - პირველში. ისინი წარჩინებული სწავლითა და სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩევიან. მაღალი ზნეობის მაგალითს კი, ოჯახში, უპირველესად, დედისაგან იღებენ, რომელიც ღვთისმოსაობით, საოცარი თავმდაბლობით, კეთილშობილებითა და მაღალი პასუხისმგებლობით ხასიათდება. ამიტომაცაა, რომ სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს ერთნაირად უყვართ და პატივს სცემენ.
ამის დასტური იყო დღევანდელი დღეც, როცა ჯერ მისმა სადამრიგებლო, მეოთხე კლასმა მოუწყო სურპრიზი (ამისთვის მადლობა მოსწავლეთა მშობლებს), რომელმაც სიხარულის ცრემლი მოჰგვარა არა მარტო მას, ჩვენც, მერე კი კოლეგებმა ვცადეთ, ამ ურთულეს პერიოდში მისთვის ეს დღე ცოტათი მაინც გაგველამაზებინა!
ქალბატონი მარიკასთვის მატერიალურ სიმდიდრეს განსაკუთრებული ფასი არასოდეს ჰქონია. ის უფრო მაღალ, სულიერ, ფასეულობებს ანიჭებს უპირატესობას და ამასვე უნერგავს თავის შვილებსა თუ მოსწავლეებს.
ამიტომ მიესადაგება ძველი რომაელი ქალბატონის კორნელიას სიტყვები ასე ზუსტად, დიდებულთა ცოლების გამოფენილი თვალისმომჭრელი ძვირფასეულობის საპირწონედ რომ თავისი შვილები წარადგინა და სიამაყით განაცხადა:
„აი, ჩემი სამკაულები!“
ქალბატონო მარიკა, გილოცავთ დაბადების დღეს! წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ პედაგოგიურ საქმიანობაში!
ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექციის სახელით მადლობას გიხდით, თქვენ და თქვენს მეუღლეს საკეთესო შვილების გაზრდისათვის, რომლებიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ ჩვენი, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის, სამკაულებიც არიან!
ღმერთმა გ(ვ)ახაროს მათი ბედნიერი მომავლით!“-წერს სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება