სიახლეები
სიახლეები

მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეების ტესტირება გაურკვეველი ვადით გადაიდო
25-11-2020
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტი „შეფასება განვითარებისთვის“, რომლის ფარგლებშიც მე-5 მე-7 კლასის მოსწავლეებს ტესტირება უნდა ჩატარებოდათ, გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული.

როგორც ცენტრში აცხადებენ, საცდელი ტესტირება რიგი ტექნიკური საკითხების გამო გადაიდო. ამასთან, ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებაც არის. ამ ეტაპზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ აკონკრეტებენ, როდის ჩატარდება ტესტირება, თუმცა ცენტრის ცნობით, მათ საკითხზე მუშაობა არ შეუჩერებიათ.

ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროექტზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო და მისი მიზანი მეოთხე და მეექვსე კლასის  მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შეფასებაა. წელს პროექტი სატესტო რეჟიმში უნდა ჩატარებულიყო მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის, პროცესში 100  სკოლიდან 2 000-მდე მოსწავლე უნდა ჩართულიყო.

იხილეთ ასევე: რატომ გადაიდო ტესტირება, რომელიც 100 სკოლაში უნდა ჩატარებულიყო - „ნაეკი“ გვპასუხობს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება