სიახლეები
სკოლები

სართიჭალის N2 სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლები „ახალი სკოლის მოდელზე“ საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებენ
25-11-2020
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N2 სკოლა წელს შეუერთდა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ტრენინგების ციკლს და ასევე პროგრამის ფარგლებში კომპექსურ დავალებებს ახორციელებს. დირექტორი მარიამ გარაშვილი დაწყებითი კლასების მასწავლებლების-ნატა მეტრეველისა და ნინო ციცვიძის მოსაზრებებს პროექტისა და მის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შესრულებულ კომპლექსურ დავალებებს წარმოგვიდგენს.

ნატა მეტრეველი-დაწყებითი კათედრის მასწავლებელი:

„მოსწავლეთა უმრავლესობისთვის კომპლექსური დავალება მეტად საინტერესოა, ისინი ხალისით ასრულებენ დავალებას და აქტიურადაც არიან ჩართულები, არიან გამონაკლისი მოსწავლეებიც, რომლებსაც უჭირთ პროდუქტის შექმნა. კომპლექსური დავალების შექმნისას გამოვიყენეთ კომპიუტერი, თუმცა სამ მოსწავლეს არა ჰქონდა წესრიგში და იგივე დავალება შეასრულეს ფურცლებზე, ახლა გვქონდა კომიქსის შექმნა და ტექსტის ინტერპრეტირება, ყველამ მოახერხა ამ დავალების შესრულება, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. სანამ კომპლექსურ დავალების შექმნამდე მივლენ ბავშვები, ვიყენებთ ჯიპრაიდის სქემებს, ბარათებს, პოსტერებს. დავალების შესაქმნელად გამოიყენეს თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, კარგი იქნება ბუნების და მე და საზოგადოების გაერთიანება, ჩემს მოსწავლეებს მოსწონთ, როცა დავალებას ასრულებენ კომპიუტერში და თავისი ხელით ქმნიან ახალს. ძალიან უყვართ პრეზენტაციები. უნდა იმუშავოს მასწავლებელმაც და ამუშავოს მოსწავლეებიც რომ შექმნან პროდუქტი“.

ნინო ციცვიძე - დაწყებითი კლასების მასწავლებელი:

„კომპლექსური დავალებები ეფექტურია ბავშვებისთვის იმდენად, რამდენადაც ხელს უწყობს შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას, ცოდნის ტრანსფერს, საგნობრივი საკითხის დამუშავების შესაძლებლობას იძლევა და მოსწავლეს ამ დროს ვაძლევთ განმავითარებელ შეფასებას.

კომპლექსურმა დავალებებმა გაზარდა მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია. სწავლის პროცესი სახალისო და საინტერესო გახადა უფრო. კომპლექსური დავალების შესასრულებლად დისტანციური სწავლების დროს, ძირითადად, ვიყენებთ დამოუკიდებლად მუშაობის მეთოდს. საკლასო ოთახში სწავლების დროს კი წყვილებში მუშაობას და ჯგუფური მუშაობის მეთოდსაც.

კომპლექსური დავალების შესასრულებლად დისტანციური სწავლების დროს დაწყებით კლასებში კარგად იყენებენ: „ვსწავლობთ თამაშით“ საბაზო საფეხურზე კი სხვადასხვა საპრეზენტაციო პროგრამებს.

კომპლექსური დავალებებისთვის თემებს პედაგოგი არჩევს. არსებობს სავალდებულო და ასარჩევი თემები.

კომპლექსური დავალება შეიძლება ინტეგრირებულად აერთიანებდეს საგნებს და სამიზნე ცნებებს. მაგალითად, ქართული და ბუნებისმეტყველება. მე და საზოგადოება და ბუნებისმეტყველება. ხელოვნება და მუსიკა და კიდევ სხვებიც.

მოსწავლეებს მოსწონთ ის, რომ შეუძლიათ ორიგინალური პროდუქტი შექმნან, შემდეგ კი წარადგინონ კლასის წინაშე და დაუკავშირონ ეს ყველაფერი პირად გამოცდილებას. მასწავლებლისთვის გამარტივდა გაკვეთილების ჩატარება. მთავარია, მან შექმნას საინტერესო და მაპროვოცირებელი კომპლექსური დავალების პირობა, ამის შემდეგ პროცესი თავისთავად საინტერესოდ მიდის. ყველა ბავშვი ცდილობს ჩაერთოს აქტივობებში, რათა წარმატებით გაართვას თავი კომპლექსურ დავალებას“.

იხილეთ ვიდეოები







კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

სიახლეები
საზოგადოება