სიახლეები
სკოლები

„იმუნიტეტის გაძლიერების ხელმისაწვდომი ხერხები“-გაეცანით, საჩინოს თემის N2 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის, ანნა წულაიას სტატიას
25-11-2020
-
+


საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ანნა წულაია იმუნიტეტზე საინტერესო სტატიას გვთავაზობს.

იმუნიტეტის გაძლიერების ხელმისაწვდომი ხერხები

მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ყველა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ საკუთარ და ახლობელის ჯანმრთელობაზე. ამისთვის აუცილებლად დავიცვათ ჯანდაცვის რეკომენდაციები და გავაძლიეროთ იმუნური სისტემა.

იმუნური სისტემა არის ორგანიზმის "შინაგან საქმეთა სამინისტრო", "დარაჯი", "მესაზღვრე" და "დამლაგებელი". იმუნური სისტემა უზრუნველყოფს ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მას გააჩნია უამრავი მექანიზმი, სხვადასხვა საშიშროებაზე საპასუხად (ბაქტერიული ინფექცია, ვირუსი, ალერგია). მაგრამ ჩვენც არ უნდა ვიზარმაცოთ და დავეხმაროთ მას.

ამისთვის შემოგთავაზებთ ხელმისაწვდომ ხერხებს.

წყლის მარაგი

წყალი არის სიცოცხლის ფუძე და უჯრედის უმნიშვნელოვანესი ნივთიერება.მის გარეშე არ ხდება ბიოქიმიური რეაქციების უმრავლესობა.წყალი ხსნის და აშორებს ორგანიზმს ზედმეტ ნივთიერებებს. ასევე წყლის გარეშე ვერ იმოქმედებს ცხვირ–პირის ლორწოვანი გარსი, რომელიც ორგანიზმის დაცვის ერთ–ერთი ბარიერია. ამიტომ აუცილებლად უნდა მივირთვათ წყალი საჭირო ოდენობით ყოველდღე (ნორმა 1,5–2,0 ლიტრი დღეში).

ბოსტნეული და ხილი

ყველამ ვიცით, რომ ბოსტნეულში და ხილში ძალიან ბევრი ვიტამინები და მიკროელემენტებია, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ნორმალური მოქმედებისთვის. მაგრამ რამდენმა ჩვენთაგანმა იცის, რომ ასევე ამ კვებით პროდუქტებში გვხვდება დიდი ოდენობით ბოჭკო. ბოჭკო ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემის ჯანსაღად ყოფას, ასუფთავებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, ხელს უწყობს შხამების გამოყოფას. ხილ–ბოსტნეულის ჩართვა ყოველდღიურ რაციონში აუცილებელია.

ძილი

დღის რეჟიმი და ძილი არის ჯანმთელობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ძილის დროს ხდება უჯრედების განახლება, ფსიქო–ემოციური გადატვირთვა და კუნთების მოდუნება. ძილის ხანგრძლოვობა სასურველია იყოს არანაკლებ 7–8 საათი.

მოძრაობა

მიძრაობა არის სიცოცხლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი. მოძრაობის დროს აქტიურად მუშაობს ორგანიზმის ბევრი სისტემა: კუნთები, სისხლძარღვები, სუნთქვის სისტემა. ასევე სისხლი მდიდრდება ჟანგბადით და ნივთიერებათა მიმოცვლა უმჯობესდება.

კვება

სრულყოფილი და ჯანსაღი საკვების მიღება უზრუნველყოფს უჯრედისთვის ხარისხიან საჭირო ნივთიერებების მიწოდებას. მოვერიდოთ ალკოჰოლს, ცხიმიან, ცხარე და მჟავე საჭმელს.თავი შევიკავოთ გაზიან სასმელებისაგან, ცომეულ და ტკბილ საკვების.

პოზიტიური განწყობა

უარყოფითი ემოციები,შიში, რისხვა, ჩხუბი მძიმედ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ნერვული სისტემის გაღიზიანება კი იწვევს სხვა სისტემების დათრგუნვას.

აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ჩვენს ძალაშია საკუთარი ჯანმრთელობის მართვა.

ანნა წულაია
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
საჩინოს №2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

სიახლეები
საზოგადოება