მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზაკის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.
„პროფესიით ფილოლოგი ვარდუჰი მკრტჩიანი უკვე წლებია ზაკის საჯარო სკოლაში ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელია. ამბობს, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მან ძალიან ბევრი იშრომა, მოემზადა, პროფესიული უნარების ტრენინგები გაიარა, გამოცდები ჩააბარა და კრედიტ ქულები სკოლაში განხორციელებული აქტივობებითაც დააგროვა.
„საბოლოო ჯამში, ყველა ჩემი მცდელობა მაინც ჩემი მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება და მთავარი ჩემთვის სწორედ ეს არის“, - ამბობს ვარდუჰი მკრტჩიანი.
სტატუსი აიმაღლა ბიოლოგიის მასწავლებელმა ელზავეტა გალოიანმაც, რომელიც მიმდებარე სკოლებში საკადრო დეფიციტს ავსებს. ელიზავეტამ საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლის პროფესიული გადამზადების კურსები გაიარა და პროფესიულ კარიერაში ერთი საფეხურით დაწინაურდა.
სკოლას ჰყავს კიდევ ერთი უფროსი და ერთიც წამყვანი მასწავლებელი. სკოლის დირექცია იმედს გამოთქვამს, რომ მალე მათ რიგებს სხვა მასწავლებლებიც შეუერთდებიან.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება