მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„კომპლექსური დავალება გვიბიძგებს კომპლექსური ფიქრისკენ“ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის პედაგოგები „ახალი სკოლის მოდელზე“ და პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე გვესაუბრებიან. „ახალი სკოლის მოდელი“ დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში გასულ წელს საპილოტედ დაინერგა.
„ხშირად, გაგიგონიათ პედაგოგთა წინააღმდეგობრივი აზრები იმის თაობაზე, რომ ნებისმიერ შემოსულ სიახლეს ხვდებიან ეჭვით, ვარაუდებით. ამის გამო ყველა მეგზური, თუ ექსპერტი ღიად გვარწმუნებს ყოველთვის სიახლის დანერგვის ეფექტურობაში. ეს ამბავიც ასე დაიწყო: „ახალი სკოლის მოდელი“ დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში გასულ წელს საპილოტედ დაინერგა. ჯერ პირველი ეტაპი დაწყებითი საფეხურისთვის, ხოლო წელს შეუერთდა საბაზო საფეხურის პედაგოგები. ახალ ნაბიჯებს ვდგამთ და არც თუ ისე წარუმატებლად, რადგან ჩვენს სკოლაში არიან დაწყებითი საფეხურის ისეთი პედაგოგები, რომლებიც მარტივად მოერგნენ უშუალოდ მატრიცებისა და კომპლექსური დავალებების „ლაბირინთს“. ძნელია თქვა, რომ ეს მათთვის რთული გამოწვევა იყო, რადგან მოგეხსენებათ, როგორი მრავალფეროვანი, იდეებით სავსე და შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოვებულ მასწავლებლებს ვგულისხმობთ, უმეტეს შემთხვევაში. რა აძლევთ ამ ყველაფრის მოტივაციას პედაგოგებს? რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ინტერესი. ის ხვდება, რომ მასთან განსხვავებული სახით მიიტანეს კონკრეტული დავალება, წინასწარ გააცვნეს როგორც პირობა, ისე მოლოდინები და ფართო დროის ლიმიტი შესრულებისა. ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ აქვე, რომ ყველაზე მეტად ეს მოსწონთ ჩვენს მოსწავლეებს: შეუზღუდავი გარემო, დრო და საინტერესო საბოლოო „პროდუქტი“. თითქოს, ტერმინსაც შეეჩვივნენ როგორც უფროსები, ისე მოსწავლეები. სწავლისადმი დამოკიდებულებაც გახდა უფრო შემოქმედებითი, შინაარსიანი, რადგან ვიცი რისთვის ვშრომობ, მაქვს განსაზღვრული მომზადების დრო და დიდიწილად წარმოჩინდება მოსწავლე თავჯერებულად. ,,მსმენელის დღიური“ კიდევ უფრო ხალისიანს და ინტერესიან გარემოს ქმნის. მით უფრო, თუ კომპლექსური დავალება მოიცავს თანაგანცდისა და საკითხებს ტოლერანტულ სივრცეზე. გამარტივდა საგაკვეთილო პროცესი იმ კუთხითაც, რომ შენ - მასწავლებელი ხარ ბატონ-პატრონი სახელმძღვანელოსი და არჩევ ზუსტად იმ ლიტერატურას, იმ თემებს, რომლების შესწავლასაც საჭიროებენ შესაძლებლობების მიხედვით ჩვენი უნიკალური ბავშვები. კონკრეტულად რა იდეები მოიტანა კომპლექსურმა დავალებამ? სამაგალითოდ, ჩვიდმეტმა მოსწავლემ მოამზადა ჩვიდმეტივე სხვადასხვა აზრი, სხვადასხვა ხედვა დაიბადა, შედეგსაც იქვე თანაკლასელი უსმენს და აღიარებს. მოსწავლეები კიდევ ერთხელ რწმუნდებიან იმაში, რომ შეურჩიეს მათი გამოხატვის საუკეთესო ფორმა, ის ხდება ბევრად ლაღი, ამაყი და სწამს, რომ მოცემულ დავალებაზე იმუშავა და აგერ, წარდგენისას კიდეც დაუფასდა. განმავითარებელი შეფასებაც მიიღო პედაგოგისგან, დაფიქრდა: რეფლექსია მოახდინა საკუთარ ნამუშევარზე. რა მოსწონთ მოსწავლეებს კომპლექსურ დავალებაში? მასწავლებლებმა მისცეს შესაძლებლობა წამოეწიათ და ემსჯელათ თანამედროვე სკოლის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე სხვადასხვა საგნებში გამოავლინეს სამუშაო პროცესისადმი დაინტერესება. რესურსებიც მრავალფეროვანია: ყველაზე ,,ფასეული“ მათი ხელებით დარგული მცენარეებია, მოლეკულათა გამოძეწვაა, წარმოსახვიდან გადმოტანილი ილუსტრაციებია, ესეებია. მეტი რა გვინდა? ამით ხომ ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლება დამოკიდებულებაც სწავლისადმი სასიკეთოდ? შეიძლება ეს ჯერ ნელი და ახალი პროცესია, მაგრამ უკვე ხედავ მომავალს, რომლისთვისაც განათლება საგანთა ცოდნის ერთობლიობა კი აღარ იქნება, არამედ კონკრეტული, ხელმისაწვდომი, გონებაში რეალურად არსებული მკვიდრი წარმოდგენების ძლიერი ბაზა“,-აღნიშნულია დაბა წაღვერის საჯარო სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება