მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა. როგორც დირექტორი იმედა მუკუტაძე ამბობს, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ სწავლებაში.
„90%-ით დაიხვეწა ამ მიმართულებით ჩვენი სკოლა. ყველა მოსწავლე დისტანციურ სწავლებაშია ჩართული. ტელესკოლის მოსმენის საშუალებაც აქვთ. ამავდროულად, ყველა პედაგოგი ჩართულია და შეუფერხებლად მიმდინარეობს ონლაინ გაკვეთილები.
შარშანდელი პრობლემები, რომლებსაც თავიდან შევეჯახეთ - აღმოფხვრილია; რესურსცენტრის, სამინისტროს, ადგილობრივი მერიაც კი დაგვეხმარა რა შესაძლებლობაც ჰქონდათ, ინდივიდუალურად, მოსწავლეებსაც დაეხმარნენ, როცა მოსწავლეს საშუალება არ ჰქონდა ინტერნეტ-პაკეტი შეეძინა. მეც ხშირად დავხმარებივარ ბავშვებს ამ საკითხში.
რა თქმა უნდა, სურვილია, რომ დავბრუნდეთ სკოლაში, მაგრამ ინტერნეტრესურსებს, ვფიქრობ, მომავალშიც გამოვიყენებთ, მაგალითად, ისეთ დროს, როცა ბავშვი ვერ მოდის სკოლაში, ის შეძლებს ონლაინ რეჟიმში დაესწროს გაკვეთილს“,-აღნიშნავს დირექტორი იმედა მუკუტაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება