მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი დავით არაბიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.
როგორც ეწერის საჯარო სკოლის წარმომადგენელი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, დირექტორი საავადმყოფოში 16 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ეწერის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა, თუმცა ხვალიდან შესაძლოა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
„ეტალონი“ მწუხარებას გამოთქვამს ბატონი დავით არაბიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ახლობლებსა და თანამშრომლებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია