სიახლეები
სკოლები

როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება კვიახიძეების საჯარო სკოლაში? - დირექტორი სასწავლო პროცესის სირთულეებზე გვესაუბრება
26-11-2020
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ დიასამიძე დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს. მისი განმარტებით ონლაინ სწავლებას აქვს ხარვეზები, თუმცა დირექცია და პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველა მოსწავლე იყოს ჩართული სასწავლო პროცესში.

„გაზაფხულთან შედარებით გარკვეულწილად გაიოლდა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება. თავიდან ყველა არ იყო გარკვეულში სწავლების ამ სისტემაში. დღესდღეისობით შეფერხებები მაინც არის ინტერნეტთან დაკავშირებით. ყველას არ აქვს კომპიუტერი, ზოგი ტელეფონით სარგებლობს. მიუხედავად ამისა, მუშაობა მიდის, ბავშვები ჩართულები არიან.

ახლა ელექტრონულ ჟურნალებზე გადავდივართ და პედაგოგებს, ალბათ, გაუჭირდებათ. ფინანსურად სკოლას არ აქვს საშუალება, რომ შეუძინოს კომპიუტერი ყველა პედაგოგს, ან მოსწავლეს. იმედია, რომ სამინისტრო დაგვეხმარება, ჩვენი ფინანსებით ვერ შევძლებთ...

ამ პრობლემების მიუხედავად, ვცდილობთ, სასწავლო პროცესი არ ჩაიშალოს, უმეტესობა „თიმსით“ ვატარებთ გაკვეთილებს, მცირე ნაწილი იყენებს სოციალურ ქსელებს.

ახლა ელექტრონულ ჟურნალებზე სრულად გადასვლის შემდეგ ყველას მოუწევს „თიმსში“ მუშაობა, რომ ეს აისახოს.

გარკვეული დადებითი მხარეც აქვს ამ ყველაფერს. ინტერნეტ რესურსები სკოლაში დაბრუნების შემდეგაც გამოგვადგება, ესაც სწავლაა, ბევრი ახლა დაუახლოვდა კომპიუტერს იძულების წესით.  თუ მასწავლებელი ან მოსწავლე ვერ მოდის სკოლაში, ამისთვის გამოვიყენებთ, ასევე მშობელთან კომუნიკაციისთვისაც კარგი საშუალება იქნება“,-აღნიშნავს დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება