მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარას საჯარო სკოლის მასწავლებლები კომპლექსური დავალების შესახებ მოსაზრებას გვიზიარებენ.
„კომპლექსური დავალება, მართლაც, მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას მოითხოვს. ასეთი დავალებების გავლენა მოსწავლეებზე ძალიან დიდია. კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო პრინციპები პირდაპირ კავშირშია ამ დავალებასთნ. ვფიქრობ, ძალიან ეფექტურია კომპლექსური დავალების შესრულება მოსწავლეებისთვის. ამ დროს ბავშვი ძალიან აქტიურია, ჩართულია შემოქმედებით პროცესში და გაცილებით მეტ ცოდნა იღებს. ხდება სასწავლო მასალის გააზრება.
მოსწავლე სასწავლო მასალას უკავშირებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას . მთავარი არ არის დამახსოვრება, არამედ სიღრმისეული გააზრება. ასეთი დავალება ძალიან უწყობს ხელს დანაწევრებული ცოდნის ურთიერთდაკავშირებას, კომპლექსურად აღქმას.
სწავლისადმი დამოკიდებულება ნამდვილად შეცვალა კომპლექსურმა დავალებებმა. მოსწავლეებში გაჩნდა მეტი ინტერესი, შინაგანი მოტივაცია, სწავლა გახდა უფრო ხარისხიანი, არ ავიწყდება მოსწავლეს ნასწავლი, რადგან თავად არის შემქმნელიც, პრეზენტატორიც, პერსონაჟიც და ასე შემდეგ. აქ განმავითარებელ შეფასებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მიგვახვედრებს, რა ვერ შეძლო გუშინ ბავშვმა და რა შეუძლია დღეს. მოსწავლეებთან მუშაობა საკლასო ოთახში უფრო ეფექტიანი ხდება,ბავშვი არ არის შეზღუდული, ის თავისუფალია. ერთი დავალებიდან რამდენიმე უნარის განვითარება ხდება, მოსწავლეებს უწევთ სხვადასხვა შესაძლებლობებისა და თვისებების ჩართვა.
სწვლა-სწავლების უამრავი მეთოდი არსებობს, კომპლექსური დავალება ამ მეთოდების გამოყენების საუკეთესო შესაძლებლობებს გვაძლევს. თუმცა მეთოდების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, რა დროს და როგორ გამოვიყენებთ მას. მეთოდში იგულისხმება მიზნის მისაღწევი გზები. აქ უნდა გავითვალისწინოთ რესურსების გაკვეთილის თემასთან შესაბამისობა. მოსწავლეებს მოსწონთ, როდესაც სწავლება ხდება თანამშრომლობით, ამისთვის ვიყენებთ სასწავლო და სოციალურ პროექტებს, კვლევას დაკვირვებას, პრეზენტაციას, როლურ თამაშებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიების გამოყენებას, რაც მოსწავლეებს დისტანციური სწავლების დროს კიდევ უფრო მეტ ინტერესს უღვივებს.
ამ დავალებების ძლიერი მხარე არის ისიც, რომ აერთიანებს სხვადასხვა საგანს. ვერ ვიტყვით, რომ გამარტივდა გაკვეთილის ჩატარება, დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს, მაგრამ შედეგი თვალსაჩინოა“,- აღნიშნულია პედაგოგების წერილში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება