მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N21 საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა ჯანელიძემ მე-2 კლასელებს დისტანციურად საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა. გაკვეთილის თემა იყო „სახალისო ამბები“. ძირითად რესურსად პედაგოგმა გამოიყენა ხალხური ზღაპარი: „კურდღელი და მისი ბაჭიები“.
პედაგოგი და მოსწავლეები ასე შეაფასა სკოლის დირექტორმა რუსუდან ჭეიშვილმა:
„დაწყებითი კლასების პედაგოგის, მანანა ჯანელიძის წარმატება განპირობებულია ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებით, როგორიცაა პროფესიონალიზმი, ცოდნა და უნარები. იგი კარგად ორგანიზებული, წარმატებული, ღრმად მოაზროვნე პედაგოგია. პრინციპებისადმი, ღირებულებებისადმი და წესებისადმი ერთგული, მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის, გამორჩეული მიღებული დავალებების საჭირო ხარისხით შესრულებით. თანაბრად ორიენტირებულია ნებისმიერ მოსწავლეზე. მასწავლებელი აცნობიერებს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურობას, ნიჭს, შესაძლებლობებს და სითბოს, ინტერესისა და ურთიერთნდობის საფუძველზე წარმართავს სასწავლო პროცესს. დისტანციურ მეცადინეობებზე მოსწავლეებზე ხარისხიანი განათლების მიღებასთან ერთად განსაკუთრებულ ადგილს კლასგარეშე აქტივობებსაც ანიჭებს.
საყვარელო ბავშვებო, სკოლა ბედნიერია თქვენით, საყვარელი მანანა მასწავლებლით!“-წერს დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი.
თავად მასწავლებელი გაკვეთილის მიზნებსა და შედეგებზე გვიამბობს:
„2020 წლის 11 ნოემბერს მე-2-გ კლასში ჩავატარე დისტანციური გაკვეთილი თემაზე: „სახალისო ამბები“. ძირითად რესურსად ავიღე ხალხური ზღაპარი: „კურდღელი და მისი ბაჭიები“. დამატებითი თემატიკა გახლდათ - „მარჯვე ხელები“. მოვახდინეთ ინტეგრირება ქართულისა ხელოვნებასთან. ქართულ ენაში გამოვიყენე სამიზნე ცნებები: ტექსტის გაგება, ინტერპრეტირება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, ხოლო ხელოვნებაში - სახვითი ხელოვნების ტექნიკა. მიზანი შეესაბამებოდა ესგ-ით განსაზღვრულ შედეგებსა და ინდიკატორებს: ქართული I. 2; I. 3; I; 5;I. 9; I. 13; ხელოვნება: I. 2; I. 3; I.4; I.5; I.6.
მოსწავლეებს წინა გაკვეთილზე დავავალე, ჩემგან დამოუკიდებლად წაეკითხათ ტექსტი, ჩაენიშნათ უცხო სიტყვები და მოეძიებინათ განმარტებები. ასევე, მოემზადებინათ კომპლექსური დავალებისათვის საჭირო მასალა: მუყაო, თეთრი და ფერადი ქაღალდები, უბრალო და ფერადი ფანქრები, პენოპლასტის ბურთულები, ბამბა, პლასტელინი, წებო, მაკრატელი...
გაკვეთილზე შევასრულეთ ტექსტის გაგებასთან დაკავშირებული რიგი სამუშაოებისა: ვიმუშავეთ უცხო სიტყვებზე, კითხვა-პასუხზე, ვიმსჯელეთ, დავახასიათეთ პერსონაჟები. გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს მივეცი დავალებად ზღაპრის ცალკეული ეპიზოდის მოძებნა ამბის დასაწყისისა და დასასრულის მოძიებით და ვთხოვე დიორამის დამზადება. ასევე მივეცი უფლება შინაარსის ინტერპრეტირებისა. ევალებოდათ ნამუშევრების დასათაურებაც.
მოსწავლეები შეუდგნენ შემოქმედებით მუშაობას, რომელიც, გაკვეთილის დასრულების შემდეგ განაგრძეს დამოუკიდებლად. მომდევნო დისტანციურ გაკვეთილზე კი მოვახდინეთ ნაშრომების პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი თანაკლასელების მიერ შექმნილი დიორამების შესახებ. შეაფასეს, რა არის ზედმეტი, რა აკლია, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ და ა.შ.
შევაფასე თითოეული მათგანის ნამუშევარი. გავაანალიზე, რამდენადაა კავშირი ნაწარმოებთან, ასევე აღვნიშნე მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები.
გაკვეთილმა მიზანს მიაღწია“,-აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება