მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები ქვეყანაში შექმნილ რთულ სიტუაციას, covid 19-ის თემას გამოეხმაურნენ.
მას შემდეგ, რაც ისტ-ში (პედაგოგოი ხათუნი ასანიძე) მეექვსე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მანანა ლაბუჩიძე) დაამთავრეს პროგრამა პოვერ პოინტი და მეხუთე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ციური პაქსაშვილი) ხატვის პროგრამა, შექმნეს პრეზენტაცია კოვიდ 19-ის შესახებ და ასევე ნახატები ამავე თემაზე.
პრეზენტაციაში გადმოცემულია რჩევები, პანდემიის პერიოდში როგორ უნდა გავუმკლავდეთ სირთულეებს, რა ხერხებით შევამცირებთ ვირუსის გავრცელებას და შემთხვევის დროს ვის უნდა მივმართოთ დახმარებისათვის. ასევე ინდივიდუალურადაც წარმოადგინეს მოსწავლეებმა პრეზენტაცია ანანო ხინგავა და საბა ფოლადაშვილმა. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მათ მიერ შექმნილი პრეზენტაცია სკოლის მასშტაბით აჩვენონ მოსწავლეებს და აუმაღლონ ცნობიერება თანასკოლელებს, თუ როგორ უნდა შევამციროთ ვირუსი და რა მეთოდებით უნდა ვიმოქმედოთ პრობლემის თავიდან ასაცილებლად.
რჩევები ასეთია: COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:
ხშირად დაიბანეთ და გაისუფთავეთ ხელები. გამოიყენეთ საპონი და წყალი, ან ხელების დასამუშავებელი სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალება.
დაიცავით უსაფრთხო დისტანცია ადამიანისგან, რომელიც ახველებს ან აცემინებს.
ატარეთ ნიღაბი, როდესაც ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.
არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს ან პირს.
აიფარეთ ცხვირსა და პირზე მოხრილი იდაყვი ან ცხვირსახოცი, როდესაც ახველებთ ან აცემინებთ.
დარჩით შინ, თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ.
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება