სიახლეები
სიახლეები

პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდა 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ჩაუტარდებათ- კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა
29-11-2020
-
+


პრაქტიკოს მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე აიმაღლონ სტატუსი - ამის შესახებ განცხადებას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, არსებული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მასწავლებელთა გამოცდები, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდები 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიმართება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა.

ცვლილება შეეხება იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს (გარდა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე.  მათ უფლება ეძლევათ, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე აიმაღლონ მასწავლებლის სტატუსი.

გარდა ამისა, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაგროვებული ჰქონდათ 15 კრედიტქულა (მათ შორის, საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები ნაწილობრივ ჰქონდათ დადასტურებული) და 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება ეძლევათ, დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და დაგროვებული 15 კრედიტქულა 19 კრედიტქულამდე შეივსონ.

სქემაში შესული ცვლილებები უფროს მასწავლებლებსაც შეეხება. კერძოდ, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში მათ მიეცემათ უფლება, გაიარონ მხოლოდ გარე დაკვირვება (როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური ფორმით). 2020 წლის 31 დეკემბრამდე გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში მათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 2021 წლის იანვრიდან მიენიჭებათ, ხოლო 2021 წლის 15 ივნისამდე წარმატებით გავლის შემთხვევაში – 2021 წლის 30 სექტემბრამდე.

ასევე, აღსანიშნავია, რომ თუკი უფროსი მასწავლებელი 2020-2021 წლის II სემესტრის დაწყებამდე მოიპოვებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება