მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
7 დეკემბრიდან ნიუ-იორკში საჯარო სკოლების გახსნა იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქალაქის მერის, ბილ დე ბლასიოს თქმით, თავდაპირველად დაწყებითი სკოლები გაიხსნება და საკლასო ოთახებს ის მოსწავლეები დაუბრუნდებიან, რომელთა მშობლებიც თანახმა იქნებიან, მათ შვილებს კორონავირუსზე ტესტი ყოველკვირეულ რეჟიმში ჩაუტარდეთ.
ნიუ-იორკში სკოლები დაახლოებით 2 კვირის წინ მას შემდეგ დაიკეტა, რაც კოვიდ 19-ზე ჩატარებული ტესტების დადებითმა მაჩვენებელმა 3% -იან ნიშნულს გადააჭარბა.
ბილ დე ბლასიოს განმარტებით, 3% -იანი კრიტერიუმი უქმდება და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ქალაქში ჩატარებული ტესტების დადებითი მაჩვენებელი, საშუალოდ, 3.9 %-ი იყო, სკოლების გახსნის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს, ვინაიდან კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები კოვიდ 19-ის მიმართ მეტად დაცულები არიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა