მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცვლილებები შევიდა.
თუ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავა გამოცდაზე და ვერ შეძლებს სტატუსის ამაღლებას სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლა მის ადგილას ახალ ვაკანსიას გამოაცხადებს.
პრაქტიკოს პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდაზე 1,4 და 7 კრედიტქულა მოიპოვონ. მთავრობის დადგენილებით თუ პრაქტიკოსი პედაგოგი ნაწილობრივ დაადასტურებს საგნის გამოცდას და ჯამში 19 კრედიტქულას მოაგროვებს, უფლება ექნება სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს და დასაქმდეს როგორც უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებელი.
უფრო დეტალურად, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში აღნიშნულია რომ:
პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.“;
სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაგროვებული ჰქონდათ 15 კრედიტქულა (მათ შორის, საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები ნაწილობრივ ჰქონდათ დადასტურებული) და 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვთ, დარეგისტრირდნენ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ჩასატარებელ მასწავლებლის გამოცდაზე და ნაწილობრივ დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (ის საგანი ან/და პროფესიული კომპეტენცია, რომელიც დაგროვებული არ აქვთ 15 კრედიტქულის ფარგლებში), დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.
თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი მოცემული გამოცდის ნაწილობრივ დადასტურების შემთხვევაში დააგროვებს 19 კრედიტქულას, მას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდეს როგორც უფროსი მასწავლებელი.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვთ, გავიდნენ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ორგანიზებულ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.
იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.
სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე პერიოდში მოპოვებული ექნებათ გარკვეული რაოდენობის კრედიტქულა ან/და ნაწილობრივ (1, 4, 7 კრედიტქულაზე) ან სრულად (10 კრედიტქულაზე) დადასტურებული ექნებათ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები, უფლება აქვთ, არსებული საჭიროებიდან (უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო/დარჩენილი კრედიტქულების შესავსებად) გამომდინარე:
ა) გაიარონ ტრენინგმოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ 1-5 კრედიტქულა;
ბ) დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (მათ შორის, განმეორებით), დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.
პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ხელმეორედ დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).
იხილეთ ასევე: უფროს მასწავლებლებს გამოცდის შედეგის გამოყენება მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად შეეძლებათ - ცვლილება სქემაში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ