მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ძირკვაძე დისტანციური სწავლების გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ წინა სასწავლო წელთან შედარებით სასწავლო პროცესი მეტად გამართულია, მაგრამ სოფელში ინტერნეტის სერიოზული პრობლემაა, რაც ონლაინ გაკვეთილებს ხელს უშლის.
„რა თქმა უნდა მაშინდელი სიტუაცია სულ სხვა იყო და ახლა სულ სხვა სურათი გვაქვს, ბავშვები და პედაგოგები დაეუფლნენ ტექნოლოგიებს და პროცესი უფრო გამართულია, მაგრამ სოფელში ინტერნეტის სერიოზული პრობლემა გვაქვს, რაც ონლაინ გაკვეთილების პროცესს ხელს უშლის.
ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს, სულ რომ გადავდოთ პროცესი, კატასტროფას ნიშნავს და რასაც ვაკეთებთ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის და ქვეყნისთვის. მთლიანად რომ გადაიდოს პროცესი და ველოდოთ პანდემიის ჩავლას, უარესია.
უნდა ვთქვა, სერიოზული პრობლემა გვაქვს, როცა ერთდროულად იწყება გაკვეთილი ოჯახში, სადაც 4 და 5 ბავშვია. ყველას არ აქვს ტელეფონი, ამიტომ გვიწევს გაკვეთილის გადადება და მოგვიანებით ჩატარება. ამის გამო გაკვეთილები საღამომდე გრძელდება.
ინტერნეტ -რესურსებს სკოლაში დაბრუნების შემდეგაც გამოვიყენებთ. მაგალითად, საღამოს, მოსწავლეს რომ რაიმე შეკითხვა გაუჩნდეს. გარდა ამისა, როცა მაღალმთიან რეგიონში ცუდი ამინდი და ქარბუქია ონლაინ ჩავრთავთ მოსწავლეებს. ასეთ დროს ბავშვისთვის საფრთხის შექმნას სჯობს ონლაინ გაკვეთილები ჩატარდეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება