სიახლეები
სკოლები

მუხურის საჯარო სკოლაში „დებატების ტური“ გაიმართა
30-11-2020
-
+


28 ნოემბერს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის, ირაკლი გაბრიჭიძის ინიციატივით, „დებატების ტური“ ჩატარდა.

აქტივობის მიზანი იყო: არგუმენტირებულად, ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობის უნარის განვითარება.

მონაწილეობდა 8 გუნდი. თითო გუნდში იყო მხოლოდ ორი მონაწილე. ორი (პოზიციის და ოპოზიციის) გუნდი ერთმანეთის პირისპირ იწყებდა მსჯელობას კონკრეტული საკითხის ირგვლივ. გუნდს, საკუთარი მსჯელობით, არგუმენტებით უნდა დაეჭირა და დაეცვა თავისი პოზიცია.

ფინალურ ეტაპზე გადავიდა ორი გუნდი, პირველ გუნდს წარმოადგენდა: სოფო გეგეშიძე და დათო აბესაძე, ხოლო მეორე გუნდს: მარიამ კორტი და ანი აბესაძე. საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა პირველმა გუნდმა - სოფო გეგეშიძის და დათო აბესაძის მონაწილეობით. ასევე გამოვლინდა საუკეთესო 3 სპიკერი, ესენი არიან:

  • ანი ბარბაქაძე
  • სოფო გეგეშიძე
  • მარიამ კორტი.

„ასევე გვინდა აღვნიშნოთ პატარების საკმაოდ მაღალი ჩართულობა, მათ ძალიან არგუმენტირებულად და დამაჯერებლად ისაუბრეს თემის ირგვლივ. თითოეულ მონაწილეს მადლობას ვუხდით მონაწილეობისთვის, ასევე ირაკლი მასწავლებელს, რომელიც გვანებივრებს მსგავსი ინტელექტუალური და შემეცნებითი ღონისძიებები“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება