მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გთავაზობთ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლის ლიანა სარიშვილის ლექსს- „ლექსად გადმოცემული ამბავი განათლების სისტემის რეფორმების შესახებ“.
„ახალი ლექსის მოდელი თემა: პროფესიული იუმორი სამიზნე ცნება: ლექს-რეფლექსია საკვანძო კითხვა: ვწერო? არ ვწერო-საკითხავი აი, ეს არის! ყველა ზეციდან მოვდივართ, ჭრელიც ხელში გვაქვს ქოლგები, მკვიდრ წარმოდგენებს დავნომრავთ და სტანდარტს ვუახლოვდებით! „არსობის პოსტერს“ ვაფორმებთ, ვიცით მთავარი სათქმელი, სტარტეგიები გავთვალეთ, გეგმა-ცხადი და ნათელი! დასრულდა ესე ამბავი, დამჭირდა ბევრი წვალება, დავნერგე ერთი ტიპური, კომპლექსური დავალება! დაგვიკომპლექსდა ცხოვრება, გახდა ექსელის ფოლდერი, გადაიღალა გონება, თვალის სინათლევ მშორდები? დამიარქივდა ცნებები, ამასობაში ვბერდები... კურსორი გარბის, ციმციმებს, რა დაემართა, ვერ ვხვდები! რად ვერ მოვხარშე ლობიო, და რად გამოდის სულ უმი? დასაწერია დროულად სასკოლო კურიკულუმი... ინტერნეტ-შეფერხებაა, რამ ააზმუვლა მოდემი? ვაი( და ფაიც) გაწითლდა, ტახტის მივიღეთ ფორმები... სად დავიმალო, სად არის? სასტუმრო ან/და ოტელი, იქაც მომაგნებს უთუოდ- ახალი სკოლის მოდელი? ვაიმე, შეფასებები, ცხრილის ცისფერი ფერები, რად დამიბუჟდა ხელები, რატომ ჩავბჟირდი ხველებით? პარალელურად სურდო მაქვს? სიცხე მაქვს და მელანდება? ო, აა რეალობაა, ზიპ- ფაილები ლაგდება. ახალი წელი დადგება, ქადებს დააცხობს მატრიცა, შენ აღარ გახსოვს ოჯახი და საკუთარი თავიცა! ტრენინგის სენსაციები, წამალი გაქვს გაციების? კლასის პაპკები, სიები? მაშ, ვანდრაივზე მიები! ყველა ზეციდან მოვდივართ, ჭრელიც ხელში გვაქვს ქოლგები, მკვიდრ წარმოდგენებს დავნომრავთ და სტანდარტს ვუახლოვდებით!“.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება