ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, მარინა ჩხაიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
01-12-2020
დაკოპირებულია
-
+
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა, მარინა ჩხაიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა.
სკოლა მასწავლებელს წარმატებას ულოცავს.
„წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა ულოცავს რუსული ენის მასწავლებელს მარინა ჩხაიძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას, რაც წამყვანის სტატუსის მინიჭებას ნიშნავს. ვულოცავთ ქალბატონ მარინას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!“,- ნათქვამია მისალოც წერილში.