სიახლეები
სკოლები

„შემოდგომის ფერები“ - თბილისის N103 სკოლის II კლასში პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა
01-12-2020
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის II დ კლასში თემაზე - „შემოდგომის ფერები“ პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა.

მოსწავლეებმა ონლაინ გაკვეთილებზე გაიხსენეს შემოდგომის ფერები, დაასახელეს და აღწერეს ამ სეზონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენები. შემოდგომის თემა თითქმის ყველა საგანში შემოიჭრა, რის გამოც მიეცათ კომპლექსური დავალებები; ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბავშვებს უნდა მიეწერათ წერილი საყვარელი ადამიანისთვის, დაემზადებინათ საშემოდგომო ბარათები, ბუნების გაკვეთილზე - ნახატში გადმოეცათ ფოთლების ემოციები, ხელოვნების გაკვეთილზე- დაეხატათ ან აპლიკაციებით შეექმნათ ნატურმორტი, ასევე საშემოდგომო ჩარჩოები დაემზადებინათ მიწოდებული ელექტრონული რესურსების გამოყენებით; მუსიკაში- მოსმენილი კლასიკური მუსიკის (გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“, შოპენის „შემოდგომის ვალსი“, ჩაიკოვსკის „ოქტომბერი“) შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები გადაეტანათ ფურცელზე და გაეზიარებინათ თანაკლასელებისთვის.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით იმუშავეს, რის შედეგადაც უამრავი მასალა დაგროვდა. ონლაინ გაკვეთილზე გაიმართა შემოდგომის ზეიმი.

„ვფიქრობ, მოკრძალებით გავაცილეთ წელიწადის ულამაზესი დრო - შემოდგომა. დიდი მადლობა მინდა
გადავუხადო ბავშვებს და მშობლებს ასეთი ნაყოფიერი და დაუღალავი შრომისთვის,აქტიურობისა და ჩართულობისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება