სიახლეები
სიახლეები

რა დაავალა სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველობებს?
01-12-2020
-
+


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა არაერთი კითხვისნიშანი წარმოშვა და ჯერჯერობით, კვლავ რჩება ღია საკითხები, რომელთა გადაჭრა არც მარტივია და არც ოპერატიულად მოგვარებადი. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ რეგიონებში მოსწავლეთა და პედაგოგთა ტრანსპორტირება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, შესაბამისად, პედაგოგები, რომლებსაც ერთი სოფლიდან მეორეში უწევთ გადაადგილება, პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ; ამას ემატება მოსწავლეები, რომლებსაც სხვადასხვა სოფლიდან უწევთ სასწავლო დაწესებულებაში სიარული... არადა, მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში (საკლასო ოთახებში) მიმდინარეობს, გარკვეული გამონაკლისების გარდა და ლოგიკურია, რომ ამ საკითხის მოგვარებაც დღის წესრიგში უკვე მწვავედ დგას.

რა ზომებს მიიღებს განათლების სამინისტრო, პედაგოგთა და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად? - etaloni.ge-მ ამ კითხვით ადრესატ უწყებას მიმართა, სადაც გადაჭრით მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ამ საკითხის დარეგულირება ადგილობრივ თვითმმართველობებს დაევალათ.

ამ ლაკონურმა პასუხმა კი, მეტი კითხვისნიშანი გააჩინა და მიუხედავად იმისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ სკოლებში, სადაც ბევრი მასწავლებელი აღმოჩნდება ისეთი, ვინც სიარულს ვერ შეძლებს, სწავლა დისტანციურად წარიმართება, ერთი და ორი პედაგოგის შემთხვევაში კი წესით ტრანსპორტირება სკოლამ უნდა უზრუნველყოს, მაინც ბუნდოვანია, როგორ დარეგულირდება ეს საკითხი, რადგან:

  1. ალოგიკურია, ბავშვებმა სკოლებში იმიტომ არ იარონ, რომ მასწავლებლები ვერ დადიან;
  2. თუ მაგალითად, ქართულის მასწავლებელი ვერ მივა სასწავლო დაწესებულებაში, მათემატიკის პედაგოგი კი ამას უპრობლემოდ მოახერხებს, სწავლა დისტანციურ-ტრადიციული მეთოდით, შერეულად როგორ უნდა წარიმართოს?
  3. გვერდით სოფლიდან ორი-სამი მასწავლებელი, რომელიც ვერ დადის უტრანსპორტობის გამო, მანქანიანმა თანამშრომელმა უნდა მიიყვანოს?
  4. და რა ხდება მაშინ, თუ სკოლას არც ტრანსპორტის რესურსი აქვს და ავტომობილის მოძიებაც პრობლემაა?

... ეს, ის კითხვებია, რომლებზე პასუხების მიღება მარტივი ნამდვილად არაა, ამ ეტაპზე მაინც. ჯერ დისტანციური სწავლების ავკარგიანობა ვერ განგვისაზღვრავს და უკვე მორიგი ჩიხური სიტუაცია შეიქმნა, რომელიც საბოლოოდ რა შედეგებზე გაგვიყვანს, არავინ უწყის. მანამდე კი ადგილობრივ თვითმმართველობებს კიდევ ერთი ამოცანის ამოხსნა მოუწევთ - კარგად გამოთვალონ მანძილი A წერტილიდან B წერტილამდე, რადგან სწორედ ამ მანძილზეა დამოკიდებული ის დამატებითი ხარჯები, რომელთა გაწევაც მოსწავლე-მასწავლებლების ტრანსპორტირებისთვის მოუწევთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება