სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

12 წლის ფერმერი ლევან ლაზაშვილი პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ფერმერების შეხვედრაზე მიიწვიეს
27-10-2017
-
+


12 წლის ფერმერი ლევან ლაზაშვილი, გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ფერმერების შეხვედრაზე მიიწვიეს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდა ფერმერს საჩუქრად წიგნები გადასცა და შესაბამისი განათლების მიღებისაკენ მოუწოდა.

ასაკის მიუხედავად, ლევან ლაზაშვილს უკვე დიდი გამოცდილება აქვს. მისი ყოველი დღე დილის 6 საათზე იწყება. ძროხის მოწველა, ყველის ამოყვანა, საქონლის მწყემსვა, მეფუტკრეობა... ეს იმ საქმეთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ლევანი სკოლაში წასვლამდე და სკოლის მერე ასწრებს. ახალგაზრდა ფერმერი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში სწავლობს. მე-8 კლასის მოსწავლეა.

''სწავლა დიდად არ მიყვარს, მაგრამ ვიცი, რომ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. შვიდიანებსა და რვიანებზე ვსწავლობ. ჩემი საყვარელი საგანი ქართული ენაა, რადგან ძალიან მიყვარს მაყვალა მასწავლებელი. მისი ხათრით ვსწავლობ. თუ თავისუფალი დრო მაქვს, წიგნებსაც ვკითხულობ. განსაკუთრებით დეტექტივები მიყვარს. კლასში სულ 28 მოსწავლე ვართ და შესვენებებზე ფეხბურთსა და კალათბურთს ვთამაშობთ,'' - აღნიშნა ლევანმა Etaloni.ge-სთან საუბრისას.

ლევანს პროფესი უკვე არჩეული აქვს. მას ფერმერობა სურს. ალბათ, ეს გასაკვირი არცაა.

''ფერმერი მინდა გამოვიდე. ეს არის ის, რაც მთელი გულით მსურს.''

25 ჰექტრამდე გაშენებული ფერმა სახლიდან 15 კოლომეტრითა დაშორებული. იქ წასვლა არასდროს ეზარება.

ლევანი ერთ საინტერესო ისტორიას გვიყვება:

''ერთხელ ფერმაში მიმავალმა დედ-მამამ სახლში დამტოვეს იმ მიზნით, რომ დამესვენა და ბავშვებთან ერთად მეთამაშა, მაგრამ მე მაინც წავედი მათ დასახმარებლად. სანამ ფერმამდე მივიდოდი, სამი მანქანა გამოვიცვალე, რადგან ფერმა სახლიდან საკმაოდ მოშორებითაა. ეს საქამიანობა სიამოვნებას მანიჭებს, ერთგვარი ჰობია.''

ფერმაში ძროხები, ღორები, იხვები და ცხვრები ჰყავთ. ძროხების საბალახოდ გარეკვის შემდეგ, სხვა ცხოველებსა და ფრინველებს აპურებს, სკებს ასუფთავებს და ყველიც თავისით ამოჰყავს.

 

 

ახალგაზრდა ფერმერი ნახირში ბაბუასთან ერთად დადის. თუ ბაბუას არ სცალია, ღიღინ-ღიღინით მარტო მიუყვება სოფლის გზას:

''ჩემი სოფელი ძალიან ლამაზია, თავისი საოცარი ბუნებით გამოირჩევა. ძალიან მიყვარს ამ ბუნებაში ქართული სიმღერების ღიღინი. როგორც წესი, ბაბუასთან ერთად დავდივარ ნახირში. ზოგჯერ მას არ ცალია და მარტო მიწევს წასვლა, გზაში კი სხვადასხვა ქართულ სიმღერას ვღიღინებ. განსაკუთრებით ''აყვავებულა არაგვზე დეკა'' მიყვარს.''

როდესაც ფერმაში ყველაფერს მოაწესრიგებს, ნადირობით ერთობა.

''ზაფხულში, როდესაც იხვები ტბაზე მოდიან ხოლმე, მათზე ნადირობა მიყვარს. ერთგვარი გასასრთობია ჩემთვის.''

ნადირობის გარდა, სპორტითაც იყო გატაცებული. თუმცა ეს ადრე იყო. ახლა ქართულ ნაციონალურ ცეკვებს სწავლობს:

''ადრე აქტიურად მივსდევდი სპორტს. კერძოდ, ჭიდაობას. ახლა სოფელში ქართული ცეკვების წრე გვაქვს და იქ დავდივარ.''

ლევანი თავის ოცნებასაც გვიმხელს:

''ფულს როცა მჩუქნიან, არ ვხარჯავ, ვაგროვებ, რომ ჩემი ოცნება ავისრულო. მჯერა, მომავალში უფრო დიდი ფერმა და ბევრი შინაური ცხოველი და ფრინველი მეყოლება. ამჟამად, შეგროვებული თანხის ნაწილით, ხანდახან ცხვრებს ვყიდულობ.''


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რატომ ვთესავთ ხორბალს წინასააღდგომოდ და რა უნდა გავითვალისწინოთ ხასხასა ჯეჯილის მისაღებად

ორი საგანი, რომელთა შესახებაც აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 50 ბავშვი

პიროვნება

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება“

სკოლები

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება