ავლევის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ჩინჩალაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა
02-12-2020
დაკოპირებულია
-
+
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, მე-5 კლასის მოსწავლემ, მარიამ ჩინჩალაძემ ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი მოიპოვა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.