სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ უნივერსიტეტის განვითარების პირველი ეტაპი შეაჯამა
02-12-2020
-
+


2020 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, KIU-ს საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, საბჭოს თავმჯდომარე სებასტიან შმიდტი და საბჭოს წევრები მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან და უნივერსიტეტებიდან. 

შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა - ალექსანდრე თევზაძემ და კანცლერმა - მაგდა მაღრაძემ საბჭოს წევრებს გააცნეს უნივერსიტეტის განვითარების შესახებ არსებული მდგომარეობა, ერთი წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. 

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს ის დინამიკა და შედეგები, რაც უნივერსიტეტის განვითარების პირველ ეტაპზე იქნა მიღწეული. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს KIU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმებზე, ახალი  თანამშრომლობის მიმართულებებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს სექტორთან უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივებზე. სხდომის პანელი ასევე დაეთმო KIU-ს სამეცნიერო-კვლევით და  ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის საკითხს, რომელიც რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას.

სხდომის დასაწყისში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ სებასტიან შმიდტმა აღნიშნა: „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრობა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის დიდი პატივია. ჩვენი მთავარი მიზანია დაგეხმაროთ თქვენ საქმიანობაში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ KIU-ს და ქვეყნის განვითარებაში. თითოეულ ჩვენთაგანს იულიხის კვლევითი ცენტრიდან საქართველოს უნივერსიტეტებთან გვაკავშირებს სხვადასხვა აქტივობები უკვე მრავალი წელია.  ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში ჩვენ უკვე მივაღწიეთ წარმატების მოდელს, რადგან სწორედ ეს არის მტკიცე საფუძველი თანამშრომლობისთვის.“

შეხვედრას დაესწრო KIU-ს საპატიო პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰერმანი. მან სხდომაზე აღნიშნა: „მე აქამდე არ მინახავს ახალი უნივერსიტეტი, რომელსაც უჩვენებია ასეთი ენთუზიაზმი და დინამიკა, როგორც ეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შეძლო.  ეს არის უნივერსიტეტის საორგანიზაციო გუნდის, მენეჯმენტის, რექტორის და კანცლერის და პროგრამების ხელმძღვანელების დამსახურება. მინდა გამოვხატო მადლიერება იმ ხალხის მიმართ, ვინც მხარს გვიჭერს თავისი გამოცდილებით და ეს განსაკუთრებით ეხება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებს. ჩვენ ყველამ ვიცით რომ უდიდესი ძალისხმევაა საჭირო ახალი უნივერსიტეტის დაფუძნების და ოპერირების პირველი წლების მანძილზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია KIU-ს მისია, რომ გახდეს საერთაშორისო დონის, ინტერ დისციპლინური მიდგომის მატარებელი, სამეცნიერო მიმართულებებში სრულყოფილი უნივერსიტეტი.“

მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა: „მივესალმები უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტს – პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანს და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მივაღწევთ დასახულ მიზნებს. თქვენი მონაწილეობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ! ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი. წელს უნივერსიტეტმა აკადემიური ცხოვრება დაიწყო, რაც ძალიან გვახარებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენი მიზანია, იგი რეგიონში განათლებისა და მეცნიერების ძალიან მნიშვნელოვან ჰაბად ვაქციოთ.

უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არის ბრწყინვალე საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისათვის“

მიხეილ ჩხენკელმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ KIU-ში დაგეგმილი ადრონული თერაპიის ცენტრის ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით მიზნებს და რომ ამგვარი მიდგომა ნათელს ხდის იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვანი მკვლევრები ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით უკვე მზად არიან ქართველ მეცნიერებთან ერთად ქუთაისში აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა: საბჭოს თავმჯდომარემ სებასტიან შმიდტმა, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორმა (გერმანია), პროფ. რაიმონდ მირალბელმა, ქუირონსალუდის საუნივერსიტეტო კლინიკის პროტონული თერაპიის ცენტრის სამედიცინო მიმართულების დირექტორმა (ესპანეთი), პროფ. ბერნდ ნოიმაიერმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა (INM-5) (გერმანია), პროფ. რობერტო ორეკიამ, ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა (იტალია), პროფ. ჯონი შაჰმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირობიოლოგიისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა (INM-4) (გერმანია), პროფ. ახიმ შტალმა, RWTH აახენის უნივერსიტეტის პროფესორმა (გერმანია), პროფ. ჰანს შტროერმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა (გერმანია) და ზენშო იოშიდამ, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა (იაპონია).

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

ცვლილება მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში - დოკუმენტი

მასწავლებლების დანამატები 2025 წელს ორჯერ გაიზრდება - გადაწყვეტილება უკრაინის პედაგოგებს ეხება

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება