სიახლეები
სიახლეები

100-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია არ დაგჭირდებათ, თანხა იანვრიდან გაიცემა - რა არის საჭირო 300-ლარიანი კომპენსაციისთვის?
02-12-2020
-
+


სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 100-ლარიანი დახმარების გაცემა იანვრიდან დაიწყება - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების განმარტებით, სოციალური დახმარების პაკეტის მისაღებად დამატებითი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ იქნება. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ბაზები სახელმწიფოს აქვს.

65 000-დან და 100 000-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახს ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც იყო პირველი ტალღის დროს. მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯახმა.

6 თვის მანძილზე 100-ლარიან დახმარებას მიიღებს ასევე, 0-დან 100 000 ქულამდე მყოფ ოჯახები, ვისაც ჰყავს სამი ან მეტი 16-წლამდე არასრულწლოვანი შვილი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 100 ლარს მიიღებენ, 18-წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებიც. 

რაც შეეხება, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას, ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც ის არის განსაზღვრული, 30 დეკემბრამდე აუცილებლად უნდა მიიღოს - ასეთია პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დანაპირები. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფორმალურ სექტორში დასაქმებული იმ პირების შესახებ ინფორმაციას, ვინც დროებით დაკარგეს სამსახური თავად დამსაქმებელი მიაწვდით. ამასთან, მთავრობა გამოიყენებს წინა დახმარების დროს შექმნილ სოციალურ ბაზასაც.

ამ ეტაპზე მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით ფულადი დახმარება შემდეგი კატეგორიის პირებზე გადანაწილდა:

1. ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს თქვენი დამსაქმებელი მიაწვდის.

2. 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ გაიცემა, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად.

3. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000დან 100 000 ქულამდე დამატებით, 6თვეში მიიღებენ საშუალოდ 600 ლარს

4. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 000 ქულამდე და ჰყავს 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი დამატებით, 6თვეში მიიღებენ 600 ლარს- თვეში 100 ლარს.

იხილეთ ასევე: რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომ 100 ლარიანი დახმარება ყოველთვიურად 6 თვის განმავლობაში მიიღოს - პრემიერის განცხადება

გადაამოწმეთ ხართ თუ არა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მთავრობის ფულად დაფინანსებას მიიღებენ დაწესებული შეზღუდვების გამო

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება