მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის საჯარო სკოლის საკლასო ოთახები გარემონტდა. სკოლის შენობა - კედლები, იატაკი, ფანჯრები და კარები დაზიანებული იყო, ამჯერად კი მოსწავლეები გარემონტებულ სუფთა გარემოში ისწავლიან.
„ჩვენს სკოლაში სასიამოვნო სიახლეა. წლების განმავლობაში საკლასო ოთახები გასარემონტებელი იყო: დაზიანებული რაფები, ჩამონგრეული ჭერი და კედლები, ამოყრილი პარკეტი. სკოლა მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვერ აგვარებდა ამ პრობლემას. საბედნიეროდ, დღეს ეს მდგომარეობა ნაწილობრივ გამოსწორებულია. სკოლამ მონაწილეობა მიიღო CTC -ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და მიღებული გრანტითა და სკოლის თანადაფინანსებით გარემონტდა ოთხი საკლასო ოთახი.
დღეს გვაქვს არაჩვეულებრივად ლამაზი ოთახები: მოსწავლეთა სურვილისამებრ შერჩეული ფერებით შეღებილი კედლები, თანამედროვე განათებები, კომფორტული იატაკი.
მადლობა ადგილობრივ თემს, სოფლის მოსახლეობას, რომელმაც ნდობა გამოგვიცხდა, მონაწილეობა მიგვეღო საგრანტო კონკურსში.
მადლობა CDI 6- ის პროექტის მენეჯერს ქალბატონ მაკა პაპუკაშვილს, ბატონ ჯონდო კვიტიასა და კომპანია bp-ის გაწეული შრომისა და თანამშრომლობისათვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება