მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 13 წლის მოსწავლეებში თამბაქოს მოხმარების დაწყების მაჩვენებელი კვლავ საკმაოდ მაღალია. ამასთან, 44.2% აცხადებს, რომ სიგარეტის შოვნა ძალიან ადვილია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ESPAD მეთოდოლოგიით 2019 წელს ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 279-მა სკოლამ მიიღო და ჯამში 16 წლის 3092 მოსწავლე გამოიკითხა. კვლევის შედეგები ცენტრმა ახლახანს გამოაქვეყნა.
გამოკითხული მოსწავლეების 21%-მა მოწევა (ბიჭების 28% და გოგონების 14%) 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა. მოსწავლეთა 3%-მა (ბიჭების 4% და გოგონების 1%) ამავე ასაკში დაიწყო ყოველდღიური მოწევა. 2015 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა ისეთი ბიჭების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც თამბაქო საერთოდ არ აქვს მოწეული.
ელექტრონული სიგარეტი - კვლევის შედეგების მიხედვით ელექტრონული სიგარეტი პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში მოწია მოსწავლეთა 9%-მა. ყოველდღიური გამოყენება კი 2%-მდა დაიწყო.
ელექტრონული სიგარეტის მოხმარების დაწყების მიზეზად ცნობისმოყვარეობა დაასახელა 24%-მა, მეგობრების შეთავაზებით - 4%-მა პროცენტმა, ხოლო თამბაქოსთვის თავის დასანებებლად - 2% -მა.
ჩილიმი - გამოკითხული მოსწავლეების 5%-მა ჩილიმი მოწია უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში; 8%-მა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში და 11%-მა 12 თვეზე ხანგრძლივი პერიოდის წინ.
მოსწავლეთა 75%-მა აღნიშნა, რომ არასოდეს მოუხმარია ჩილიმი. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით, ბიჭების მნიშვნელოვნად დაბალ წილს აქვს მოხმარებული ჩილიმი.
გახურებადი თამბაქო - მოსწავლეთა 8%-ს ოდესმე მოუხმარია.
3%-მა გახურებადი თამბაქო მოიხმარა უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში. დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს გახურებადი თამბაქოს მოხმარება პირველად გამოიკვლიეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა