სიახლეები
სიახლეები

„საქართველოს განათლების სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს“ - რას წერს ქართულ განათლების სისტემაზე Microsoft-ი
03-12-2020
-
+


Microsoft-მა თავის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს განათლების სისტემის ტრანსფორმაციის თემაზე სტატია და ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სახელწოდებით: „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს“. 

სტატიაში აღნიშნულია, თუ როგორი წარმატებით იყენებს სამინისტრო Microsoft 365-ის საგანმანათლებლო პროდუქტებს სასწავლო პროცესში. Microsoft Teams-ის ინტერფეისისა და ყველა ონლაინ გაკვეთილის გაქართულებამ პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა და სამ თვეში ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 750-დან დაახლოებით 300,000-მდე გაზარდა.  

თანამედროვე ეპოქაში განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე სტატიაში საუბრობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი:

 „21-ე საუკუნეში, ადამიანის საქმიანობაში ციფრულ ტექნოლოგიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ყოვლისმომცველი განათლება და, ამავდროულად, იყვნენ კონკურენტუნარიანები სწავლის დამთავრებისთანავე, მათ სჭირდებათ ელექტრონულ რესურსებთან წვდომა. ინტერაქტიული ონლაინ მასალები, ონლაინ კურსები, ერთობლივი სასწავლო ჯგუფები, ციფრული ბიბლიოთეკა, თამაშებზე დაფუძნებული გაკვეთილები - ეს ყველაფერი თანამედროვე სასწავლო გამოცდილების უმთავრესი კომპონენტებია,“ - ამბობს  მიხეილ ჩხენკელი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში Microsoft 365-ის აპლიკაციებს არაერთი ფუნქცია დაემატა, მათ შორის, ციფრული საგანმანათლებლო მასალის ბიბლიოთეკა და ჩატბოტი, რომელიც Teams-ის მომხმარებლებს პასუხს სცემს თემატურ შეკითხვებზე. გარდა ამისა, Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამა 150-ზე მეტ სკოლაში დაინერგა თამაშზე დაფუძნებული გაკვეთილების გასავითარებლად და მოსწავლეებში შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების წასახალისებლად.

სტატია იხილეთ ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება