სიახლეები
სკოლები

გაიცანით, დედოფლისწყაროს N1 სკოლის მოსწავლე ელენე ლეკაშვილი, რომელმაც თავისი მოთხრობებით უკვე ბევრს გააცნო თავი
03-12-2020
-
+


დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ლეკაშვილი „პალიტრა L -ის“ კონკურსში მონაწილეობდა. ელენე მოთხრობებს წერს. ნიჭიერმა მოსწავლემ თავისი ნამუშევრებით უკვე ბევრს გააცნო თავი. წარმოგიდგენთ მის ერთ-ერთ ნამუშევარს, რომელიც მოსწავლემ პანდემიის თემას მიუძღვნა.

***
2 აპრილი 2020 წელი
დილა 8:20
- ელე, დე, გაიღვიძე, მალე ჩართვაა და დროზე ადექი, რომ მოწესრიგებაც მოასწრო.
ელენე ნებიერად ახელს თვალებს, ეზარება ადგომა.
- აუუ... ისევ კომპში??
- კი, დე, აბა რა ვქნათ? ადე, ადე, დროზე, თანაც ხუთშაბათია და დღეს მე-3 კლასის გაკვეთილებიცაა ტელევიზიით.
ელენე დგება, მაგრამ არ ჩქარობს, სკოლაში არ დადის და მაინც არსად დააგვიანდება.  კარანტინის გამო ყველაფერი დაკეტილია.
ონლაინ გაკვეთილებმა ნორმალურად ჩაიარა,ხანდახან წიგნებშიც იცქირებოდა მოყოლის დროს. მასწავლებელი მაინც ვერ ამჩნევს და რატომაც არა.
გარეთ მშვენიერი გაზაფხულის დღეა. ელენეს თამაში

უნდა. ასე ძალიან არასოდეს მობეზრებია ეს ელექტრო გაჯეტები, როგორც ამ სამი კვირის მანძილზე. ყველაფერი ისე ერთფეროვნად იწყებოდა დილიდანვე: კომპიუტერი, ტელევიზორი, ტელეფონი ... კომპიუტერი, ტელევიზორი, ტელეფონი.
კიდევ კარგი დიდი ეზო აქვს სახლის წინ ელენეს, მაგრამ ამჯერად მეგობრებს ვერ პატიჟებს და ვერც თვითონ მიდის. ჰოდა, ხან საქანელა, ხან სილაში კოშკების აშენება, ხან როლიკებით სრიალი, ხან თავისნაირ ცელქ ტერისთან თამაში... თამაშის შემდეგ ცოტა მეცადინეობა და ეს დღეც ისე ჩამთავრდა, როგორც მისი წინა 19 დღე.
ახსოვს ელენეს, როგორ კარგად დაიწყო ეს წელიწადი, ახალი წელი, საჩუქრები, ზეიმები, მეგობრებთან თოვლში თამაში, კისკისი და სიხალისე, სკოლაში ჩატარებული გაკვეთილები და ეხლა ეს ყველაფერი ისე შორს ჩანდა.
საღამო 9:45
მთელი ოჯახი, მისაღებ ოთახში ტელევიზიით ახალ ამბებს უყურებს. ელენემ გაიგონა, როგორ უთხრა დედამ ბებოს
- ვერ არის კარგი სიტუაცია. მსოფლიოში ბევრია დაინფიცირებული და ბევრიც გარდაცვლილი. ეჰ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ასე იზოლაცია. ჩვენ დიდებს გვესმის, ავიტანთ, მაგრამ ბავშვი მეცოდება, ენატრება მეგობრები.
ელენეს მართლაც ენატრება მეგობრები, მასწავლებლები და ის სიხალისით სავსე გარემო რასაც სკოლა ჰქვია.
- წავედი, დავიძინებ დე - უთხრა დედას მოწყენილად ელენემ...ძალიანაც კი არ ეძინება ელენეს, მაგრამ ისე... უბრალოდ... უნდა, რომ ეს დღეც მალე გავიდეს.
...მაგრამ ელენეს ესმის ყველაფერი, გონიერი ბავშვია და იცის, რომ ჯანმრთელობა უპირველესია, იცის, რომ გადამდები ინფექციაა ჰაერში. იცის, რომ პირბადის გარეშე არსად შესვლა არ შეიძლება, იცის, რომ ჰიგიენის წესები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს, იცის, რომ აუცილებლობის გარეშე უფროსებიც არსად დადიან. ამიტომაა ქალაქის ქუჩებში ასეთი სიწყნარე, სიჩუმე და მოწყენილობა.... მაგრამ ისიც იცის ელენემ, რომ ყველაფერს თავისი დასარული აქვს და ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად იქნება.

ელენე ლეკაშვილი 9 წლის


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

 შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს


სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება