მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წინა სასწავლო წელთან შედარებით, წელს შემცირებულია სკოლებისა და მასწავლებლების რაოდენობა, ხოლო მოსწავლეების გაზრდილია. აღნიშნულ ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკური მონაცემებში აქვს აღნიშნული.
2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 309 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 223 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით კი ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 4 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.0%) იმერეთში ფიქსირდება.
შემცირებულია მასწავლებლების რაოდენობაც. 2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, სკოლებში დასაქმებული იყო 62 699 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ. კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.2%, ხოლო კაცების წილი 12.8% -ია.
რაც შეეხება მოსწავლეთა რაოდენობას და სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სკოლებში სასწავლო წლის დასაწყისისთვის 609.1 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 90.1% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 9.9%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% - ბიჭი. ამასთან, ყველაზე მეტი მოსწავლე (34.9%) თბილისში სწავლობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ