სიახლეები
საინტერესო

„უდიპლომო მძღოლი ვარ, რომელიც ტაქსაობს, რათა სწავლის საფასური გადაიხადოს“ - როგორია პირველკურსელობა დისტანციურად
04-12-2020
-
+


პანდემიამ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა რომ დააყენა, ფაქტია და ამ მხრივ გამონაკლისი არც განათლების სისტემაა. საუბარი იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგნენ მოსწავლე-მასწავლებლები და სტუდენტ-ლექტორები, ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა Etaloni.ge ერთ კონკრეტულ საკითხზე მაინც გაამახვილებს ყურადღებას და ეს პირველკურსელები გახლავთ.

ზოგადად, ამ თაობას ვიღაცამ აშკარად თვალი სცა - პირველ კლასში 2008 წელს, სწორედ მაშინ შევიდნენ, როდესაც ქვეყანა ის ის იყო, იწყებდა აგვისტოს ომის იარების მოშუშებას, მეთორმეტე კლასი კი მაშინ დაამთავრეს, როდესაც მსოფლიო ებრძოდა კორონაპანდემიას.

რა ხდება დღეს ომ და ეპიდემიაგამოვლილი თაობის ცნობიერებაში, რთული სათქმელია, ერთი კია - პირველი კურსის გავლა ონლაინ-რეჟიმში უწევთ და ვერც სტუდენტობის სიკეთეებს შეიგრძნობენ სრულფასოვნად. ალბათ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ არაერთმა მათგანმა გადაწყვიტა, სწავლის გვერდზე გადადება და სამსახურის დაწყება.

სხვათა შორის, სტუდენტები ადრეც ითხოვდნენ სწავლის საფასურზე შეღავათებს, თუმცა ეს საკითხი, მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ სოციალურად დაუცველებს შეეხოთ. დღეს კი, როდესაც #დარჩისახლში-2 აქტიურ ფაზაშია და ქვეყანა მეორე წრეზე მიდის, შემოსავლის შოვნა უკვე თითოეული ოჯახის N1 ამოცანად იქცა.

Etaloni.ge გიამბობთ იმ პირველკურსელების შესახებ, რომლებმაც აკადემიური აიღეს სასწავლებლებში და მუშაობა გადაწყვიტეს. უფრო სწორად, ირაკლი, მარიამი და ლუკა, საკუთარ ისტორიებს თავად გვიამბობენ და იმასაც იტყვიან, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

მარიამი: სწრაფი კვების ობიექტზე დავიწყე მუშაობა... არა, სწავლა არ მიმიტოვებია, თუმცა ონლაინ-სტუდენტობასთან შეგუება ადვილი არაა. თან, ჩვენს ოჯახს არცთუ მაღალი შემოსავალი აქვს, ახლა მამას სამსახური დაკეტილია და ამიტომაც გადავწყვიტე, მემუშავა. თავიდან დედ-მამა წინააღმდეგი იყო - ხომ წარმოგიდგენიათ, ფუფუნებაში გაზრდილი შვილი უცებ მაკდრაივზე მიდის სამუშაოდ - ეს მათთვის სტრესი იყო, მაგრამ მე შრომა არ მეთაკილება, პანდემია რომ არა, მაინც ვიმუშავებდი, ახლა კი ეს ორმაგად მჭირდება! ანაზღაურება შეიძლება დიდი არ არის, მაგრამ სულ არარაობას, სჯობს. სწავლას რაც შეეხება, თავისუფალ დროს ვმეცადინეობ და მუშაობა ხელს ნამდვილად არ მიშლის.

ირაკლი: აკადემიური ავიღე უმაღლესში! სხვა გზა არ იყო, ჩემი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა და მეც ტაქსაობა გადავწყვიტე. თავიდან მიჭირდა, მიუჩვეველი ვიყავი ასეთ დატვირთვას, მაგრამ ახლა მივეჩვიე... თან საკუთარი შემოსავლი რომ გამიჩნდა, ძალიან მომწონს. ვერთობი - ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, ზოგი თავის ამბავს მიყვება, ზოგი მთავრობას ლანძღავს, ზოგი ოპოზიციას... ჰოდა, ამ  ყველაფერს შემოსავალიც ემატება. მგზავრობა ნამდვილად გაძვირებულია, ხალხს უჭირს, თუმცა ახლა ტაქსით გადაადგილების გარდა, სხვა გზა არ აქვთ. მეც ვისარგებლე ამ სიტუაციით... სწავლა მოიცდის, გაისად აღვიდგენ თავს და მანამდე საჭირო თანხას მოვაგროვებ. აქამდე ხომ იყო გამოთქმა - „ტაქსისტებს“ ორ-ორი დიპლომი აქვთო, მე უდიპლომო მძღოლი ვარ, რომელიც იმისთვის ტაქსაობს, სწავლის საფასური როგორმე გადაიხადოს და დიპლომი აიღოს. შრომა კი არ მეთაკილება, უბრალოდ, კომიკურ სიტუაციაში ვართ და როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან, არავინ იცის. თან სიმართლე გითხრათ, არ მომწონს - ისე გამოვიდა, შექმნილი სიტუაციით ვსარგებლობ და გამოუვალ სიტუაციაში, ფულს ვშოულობ, მაგრამ არც მე მაქვს სხვა გზა... თანაც დღეში რამდენიმე მგზავრი უფასოდაც გადამყავს, როცა ვხედავ, უჭირს, ასაკოვანია და მხოლოდ უტრანსპორტობის გამოა იძულებული ტაქსით ისარგებლოს.

ლუკა: კურიერად ვმუშაობ და ძალიან ვიღლები, მაგრამ ახლა სწავლის დრო არაა... აკადემიური ავიღე და ვცდილობ, ოჯახს დავეხმარო. ჯერ ისედაც არ ვარ მომხრე, მშობლებმა გადაიხადონ ჩემი სწავლის საფასური და შექმნილ სიტუაციაში, მით უმეტეს, ჩემებს ტვირთად არ დავაწვები. გვიანობამდე გვიწევს მუშაობა, იოლი ნამდვილად არაა, ათასნაირი ადამიანია და ათასნაირი მოთხოვნა თუ პრეტენზია, მაგრამ რას ვიზამ, ესაა ჩემი სამსახური, რომელმაც დღეს, სამწუხაროდ, სწავლა ჩაანაცვლა. იმედია, მალე ყველაფერი დალაგდება ჩვენც შევძლებთ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება