მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე უფროსკლასელ ბიჭებს, რომლებმაც განსაკუთრებული სიკეთე და ადამიანობა გამოიჩინეს, მადლობას უხდის. მეთერთმეტეკლასელმა ბიჭებმა უპატრონეს გარდაცვლილს, რომელსაც ჭირისუფალი არავინ ჰყავდა.
„ალბათ, ყველა ადამიანი დაფიქრებულა იმაზე, თუ რა არის ცხოვრების აზრი? იქნებ ცხოვრების აზრი სიკეთის კეთებაშია, ისეთი სიკეთის, რომ არ ითვლიან, რის სანაცვლოდაც არაფერს ითხოვენ იმ წმინდა საქმეში, რომელიც სამყაროს აძლიერებს.
სამყაროს ხომ ჩუმი სიკეთე მართავს, არ გადაშენდება ერი, რომლის მოდგმაშიც ისეთი მამაცი ბიჭები არიან, რომელებსაც რომ ვერ დაავალებ და ვერც მოსთხოვ, ისეთი რამ გააკეთეს.
კიდევ ერთი სიცოცხლე წაიღო სიკვდილმა, თან ახალგაზრდისა, წუთისოფელი დატოვა ირმა გელენიძემ, იგი პირველი სკოლის კურსდამთავრებული იყო. ამ ძნელბედობის ჟამს უჭირისუფლოდ დარჩენილს მეჭირისუფლედ პირველი სკოლის მეთერთმეტე კლასელები: ვასიკო აგლაძე, მურთაზ ყურაშვილი, გიორგი წულაია, ბეჟან მანაგაძე, თამაზ მამარდაშვილი, სანდრო გრიგალაშვილი და მესამესკოლელი თორნიკე კუხალაშვილი გამოუჩნდნენ. არ შეუშინდენ ამ პანდემიის მძიმე დროს, გაბედეს და საავადმყოფოდან განსვენებული საკუთარ სახლში ჩამოასვენეს და გააპატიოსნეს.
მთელი ეზო გლოცავთ, ბიჭებო, მადლობა თქვენს მშობლებსა და აღმზრდელებს, მადლობა თქვენ, მჯერა, თქვენნაირი ბიჭების შემყურე დედამიწა დიდხანს იტრიალებს“,-წერს დირექტორი შორენა კაკაბაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება