სიახლეები
სიახლეები

უფროსი და წამყვანი მასწავლებლები სტატუსს 2022 წლამდე ვერ აიმაღლებენ - ბრძანება
03-12-2020
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილებების მიხედვით, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას 2022 წლამდე ვერ შეძლებენ.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ როგორც უფროსმა, ისე წამყვანმა მასწავლებელმა სტატუსის ასამაღლებლად სხვა სავალდებულო აქტივობებთან ერთად პროფესიული უნარების გამოცდა უნდა ჩააბარონ.

როგორც 2020 წლის 27 ნოემბერს მიღებულ დადგენილებაში წერია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გათვალისწინებული პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარებას 2022 წლიდან უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პედაგოგებისთვის 2021 წლის განმავლობაში სტატუსის ამაღლება შეუძლებელი იქნება.

გაითვალისწინეთ, რომ გამოცდის გარეშე სტატუსის ამაღლება შეეძლებათ მხოლოდ იმ უფროს პედაგოგებს, რომლებსაც დარჩენილი აქვთ მხოლოდ გარე დაკვირვების გავლა და აღნიშნულ აქტივობას 31 იანვრამდე ან 15 ივნისამდე წარმატებით განახორციელებენ, ან მათ ვინც 2020-2021 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის დაწყებამდე დოქტორის აკადემიური ხარისხს მოიპოვებენ.

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემაში მთავრობამ ახალი ვალდებულებები და აქტივობები დაამტკიცა - როგორ მოიპოვებთ უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსს

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება