მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსმა განათლების სისტემაში მოულოდნელი ცვლილებები გამოიწვია. პედაგოგები გამოწვევის წინაშე დადგნენ, ერთი მხრივ, მოსწავლეებისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემაა საჭირო, მეორე მხრივ, ტექნიკური პრობლემები იჩინს თავს.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სწავლა განსხვავებული პლატფორმების გამოყენებით მიმდინარეობს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს ხარისხიანი სწავლებისთვის „თიმსის“ პროგრამა შესთავაზა, ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, თავად სამინისტრო დაეხმარა მოსწავლეებს აღნიშნულ პროგრამაში დარეგისტრირებულიყვნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ „თიმსის“ პროგრამა საკმარისი არაა.
მაღალმთიან რეგიონებში, ასევე სოფლებში, სადაც ინტერნეტის ხარვეზია, დისტანციური სწავლება კვლავ გამოწვევად რჩება. მოსწავლეები „თიმსში“ შესვლას ვერ ახერხებენ, მასწავლებლები კი იძულებულები არიან, მათთან საკომუნიკაციოდ სხვადასხვა ხერხს მიმართონ. პედაგოგები მოსწავლეებს მესენჯერით, whatsapp-ით და viber-ით უკავშირდებიან. მასწავლებლები ამბობენ, რომ სოციალური ქსელები ან სატელეფონო კონტაქტი ერთადერთი გამოსავალია, რომ მოსწავლეებს გაკვეთილი აუხსნან და დავალება მისცენ.
რატომ არ უნდა იყენებდნენ მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ სოციალურ ქსელებს?
მსოფლიოს მასშტაბით, Facebook-ში 13 წლამდე ასაკის დაახლოებით 20 მილიონზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული. Facebook-ის წესების თანახმად, ფორმალურად, სოციალურ ქსელში გვერდის გახსნა 13 წლამდე ბავშვებს არ შეუძლიათ, მაგრამ ამ წესისთვის გვერდის ავლა იოლია, მითუმეტეს თუ მოსწავლეებს მიზეზი ექნებათ, რომ ფეისბუქი და მესენჯერი ონლაინ სწავლებისთვის სჭირდებათ.
ბავშვები ხშირად იყენებენ მშობლების სმარტფონებსაც იმ მიზეზით, რომ მათ სოციალური ქსელები მასწავლებელთან დასაკავშირებლად სჭირდებათ, თუმცა უფროსებმა დანამდვილებით არც კი იციან, კონკრეტულად რას აკეთებენ მათი შვილები სოციალურ ქსელში.
Facebook-ის ერთ-ერთმა პირველმა ინვესტორმა შონ პარკერმა თავად განაცხადა, რომ ვებგვერდი, რომლის შექმნასაც მან ხელი შეუწყო, შეიძლება ბავშვებზე არასასურველ გავლენას ახდენდეს. პარკერმა „ლაიქების“ გავლენაზე ილაპარაკა, რომელიც საბავშვო მესენჯერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. მისი აზრით, 6 წლის ბავშვი არ უნდა ფიქრობდეს, რომ ინტერნეტში თავი მოაწონოს თანატოლებს, რომ ამ ასაკის ბავშვები ეზოში უნდა თამაშობდნენ და არ უნდა ნერვიულობდნენ ქსელში „საინტერესო“ ამბების გამოტოვებაზე.
Facebook-მა ბავშვებისთვის სპეციალური აპლიკაციაც შექმნა. ამ ეტაპზე ის მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები iOS-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. Messenger Kids - უფროსების Messenger-ის გამარტივებული ვერსიაა და დამცავი მექანიზმებითაა აღჭურვილი. მისი გამოყენებისთვის საჭიროა მშობლების თანხმობა, თუმცა სპეციალურად ბავშვებზე მორგებულ მესენჯერს საქართველოში არ იყენებენ, შესაბამისად, რჩება რისკი, რომ ონლაინ სწავლების მიზეზით ბავშვები სოციალურ ქსელებს ეჯაჭვებიან, რაც მათზე უარყოფით გავლენას ახდენს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება