მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როცა კოვიდი იღვიძებს, იქ ქვეყნის წინსვლაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და რაღა თქმა უნდა, ხარისხიან განათლებაზე, საუბარი ზედმეტია. დღეს, როდესაც არასრული, მაგრამ მაინც ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადებულია, დიდი ქალაქების სკოლები ონლაინ-სწავლებაზე სრულად არიან გადასულები და სამსახურებიც (თუ ასეთი შერჩა ვინმეს) დისტანციურ რეჟიმშია, ოჯახებში სრული ქაოსი სუფევს.
რა შეიცვალა პირველი ჩაკეტვიდან დღემდე? - განსაკუთრებული არაფერი, გარდა იმისა, რომ ახლა ონლაინ-სწავლება უფრო ორგანიზებულია და მოსწავლეებსაც მეტი მოეთხოვებათ - გაკვეთილებზე დასწრებით დაწყებული, დავალებების შესრულებით დამთავრებული. ცალკე თემაა - ვინ როგორ ასრულებს საკუთარ მოვალეობას; ამას დავუმატოთ საცხოვრებელ სახლებში გადანაცვლებული ორგანიზაციები თუ სასწავლო დაწესებულებები, და რთული მისახვედრი სულაც არაა, რა ხდება ოჯახებში; მით უმეტეს, რომ ახლა უფროსები დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან - აქამდე სახლიდან მაინც გადიოდნენ, ახლა კი, გამოკეტილები და კომპიუტერებსმიჯაჭვულები ცდილობენ, შემოსავალი არ დაკარგონ. ხომ გესმით - მაინც მიჩვევის ამბავია, ბავშვები ასე თუ ისე, შეეგუვნენ ონლაინ-რეჟიმს, უფროსებისთვის კი ამ ყველაფერთან გამკლავება იოლი სულაც არაა. ჰოდა აქედან გამომდინარე, თუ პირველ ჩაკეტვაზე, მშობლებმა ერთხმად აღიარეს, რომ პედაგოგები გმირები არიან, მეორე წრეზე უკვე ბავშვები აღიარებენ დამსაქმებლების გმირობას. რაც უნდა იყოს, გაზაფხულზე მშობლებს უნდა გაეძლოთ შვილებისთვის, ახლა კი პირიქით - ბავშვებს უწევთ მშობლების გაძლება.
აღიქვამენ თუ არა ონლაინ-სწავლებას სერიოზულად? - ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა მშობლების უმრავლესობა უკვე ჩივის, რომ ბავშვებს ყველაფრის ინტერესი დაკარგული აქვთ, ენერგიას ვერ ხარჯავენ, შესაბამისად გვიანობამდე ვერ იძინებენ, დილას კი გაღვიძება უჭირთ და ვერც გაკვეთილებს ესწრებიან. ჰოდა, არის ერთი გაწევ-გამოწევა, მშობლებს რომლებსაც ონლაინ-სამსახურში აგვიანდებათ, იმის გაკონტროლებაც უწევთ, ბავშვმა საფუძვლიანად გაიღვიძა თუ არა და ნამდვილად ესწრება თუ არა ონლაინ-გაკვეთილს.
აღარაფერს ვამბობთ იმ ხრიკებზე, რომლებიც ჯერ კიდევ შარშან მოიფიქრეს და 2020-2021 სასწავლო წელს, ამ ყველაფერმა ბევრად დახვეწილი სახე მიიღო. ონლაინ-გაკვეთილზე კამერისა და ხმის გათიშვა აქტუალური აღარ არის, ახლა ხშირად ისმის ფრაზები - „მას, გაიჭედეთ!“, „დასვენებაზე ვიყავი“, „მას, თქვენი ხმა არ გვესმის“... მასწავლებლებიც ცდილობენ, აღმოფხვრან ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც რეალურად არ არსებობს და ამასობაში, გაკვეთილის დროც იწურება.
ბუნებრივია, ამ პროცესს მშობლებიც ვერ გააკონტროლებენ და საბოლოოდ, სადამდე მიგვიყვანს სამსახურები და სკოლები ონლაინ, ამის პროგნოზირება საკმაოდ რთულია. მანამდე კი ისღა დაგვრჩენია, მასწავლებლებს ვუთანაგრძნოთ, რადგან მათ 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა მოსწავლეებთან, რომლებიც ონლაინ-გაკვეთილების გაცდენისთვის, ყოველდღიურად, ახალ-ახალ ხრიკებს იგონებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.
ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა