სიახლეები
სიახლეები

„ნაეკი“ 2021 წლის აბიტურიენტებს მიმართავს
04-12-2020
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ღია კარის დღეებში, რას გაიგებენ და სად მიიღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხობს: 

- ვისთვის ტარდება ღია კარის დღეები და რა დატვირთვა აქვს მას?

- ამ ეტაპზე ღია კარის დღეები აბიტურიენტებისათვის ტარდება. ონლაინ შეხვედრებზე ცენტრის წარმომადგენლები აწვდიან მათ დეტალურ ინფორმაციას 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ. მეთორმეტეკლასელებს შესაძლებლობა აქვთ, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები ცენტრის დირექტორისა და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისაგან.

- როგორ შეიძლება ჩაერთოს აბიტურიენტი ღია კარის დღეებში?

- ღია კარის დღეები ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება ელექტრონულად Microsoft Teams-ის პროგრამის გამოყენებით. კონკრეტული თარიღის შესახებ მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. მოსწავლეები ონლაინ ღია კარის დღეებზე დასასწრებად რეგიონების მიხედვით იქნებიან განაწილებულები.

- სად ვნახავ ინფორმაციას და ასევე ბმულს, რომლითაც შევძლებ პროგრამაში შესვლას და ღია კარის დღეზე დასწრებას?

- ამ საკითხთან დაკავშირებით აბიტურიენტი უნდა დაუკავშირდეს საკუთარი სკოლის ადმინისტრაციას. ხოლო დეტალურ ინფორმაციას თარიღთან და რეგიონთან დაკავშირებით განათავსებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარ ვებგვერდზე: naec.ge აქტივობის ჩატარებიდან რამდენიმე დღით ადრე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება