სიახლეები
სიახლეები

როგორ უნდა შეარჩიოს სასწავლო პროგრამა აბიტურიენტმა სწორად - მომავალ სტუდენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
19-12-2020
-
+


ახალგაზრდების ცხოვრებაში სტუდენტობა ყველაზე მნიშვნელოვანი ხანაა. ეს არის პერიოდი, როცა ირჩევ რა გინდა აკეთო მომავალში, საით გინდა წავიდეს შენი ცხოვრება და რა პროფესიაში ხედავ საკუთარ თავს. თუმცა სტუდენტობამდე მისასვლელად ახალგაზრდებს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ, მათ შორის იმის, თუ რომელი პროგრამის არჩევა სურთ, რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ანდონ მომავალი და სად მიიღებენ რეალურად მაღალი ხარისხის განათლებას. 

აბიტურიენტებს ხშირად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან არ იციან კრიტერიუმები თუ რის მიხედვით უნდა აირჩიონ პროგრამა და რას უნდა მიაქციონ ყურადღება. იმისთვის რომ ამ პროცესს თავი წარმატებით გაართვათ, გთავაზობთ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას და რეკომენდაციას, რომელიც პროგრამების შერჩევაში დაგეხმარებათ.

  • პირველ რიგში, რაც უნდა გაითვალისწინოთ ის არის, რომ სტუდენტებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი, თუ ისინი აკრედიტებულ პროგრამაზე ჩაირიცხებიან.
  • · აუცილებლად გაეცანით თქვენს მიერ შერჩეული პროგრამების აკრედიტაციის დასკვნას. გთხოვთ, ასევე გაეცნოთ თქვენს მიერ შერჩეული ინსტიტუცი(ებ)ის ავტორიზაციის დასკვნას;
  • · არჩევანის გასაკეთებლად ძალიან დაგეხმარებათ პროგრამის მიზნებისა და შინაარსის გაცნობა. შეაფასეთ ნამდვილად არის თუ არა კონკრეტული პროგრამით გათვალისწინებული კურსები, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ. პროგრამების აღწერა აუცილებლად უნდა იყოს მოცემული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე;
  • · შეაფასეთ რა ცოდნასა და უნარებს ავითარებს თქვენს მიერ შერჩეული პროგრამა და შეადარეთ იგი სხვა ინსტიტუციების მიერ შემოთავაზებულ ანალოგურ პროგრამებს;
  • · გაეცანით და შეაფასეთ პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალი და მათი გამოცდილება; აკადემიური პერსონალის წევრების რეზიუმეები როგორც წესი მოცემული უნდა იყოს ინსტიტუციების ვებ-გვერდზე;
  • · დააზუსტეთ სწავლების ენა და დარწმუნდით ხომ არ არის საჭირო რომელიმე უცხო ენის ცოდნა პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის;
  • · შეეცადეთ დაადგინოთ არის თუ არა შესაძლებელი სტუდენტებისათვის, სტაჟირების გავლა, საერთაშორისო მობილობებში და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა თქვენს მიერ შერჩეული პროგრამის/ინსტიტუციის ფარგლებში;
  • · სთხოვეთ უკუკავშირის გაზიარება თქვენს მიერ შერჩეული პროგრამის/ინსტიტუციის კურსდამთავრებულებს;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ - სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა არის 4 წელი და საბაკალავრო პროგრამების შედგება არანაკლებ 240 კრედიტისგან;
საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. არ ენდოთ ინსტიტუციებს, რომლებიც გთავაზობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე;

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

მთავრობამ უქმედ გამოაცხადა 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

სიახლეები
საზოგადოება