სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ქრისტინე თავაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
07-12-2020
დაკოპირებულია
-
+
სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, მე-4 კლასის მოსწავლემ, ქრისტინე თავაძემ ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი მოიპოვა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.