მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის კუმისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ქიმიის მასწავლებელ ნანა ფალიაშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავს და მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარებას უსურვებს. პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და დამკვირვებლისგან დადებითი შეფასება მიიღო.
„ჩვენს ერთფეროვნებით გადაღლილ ყოფაში იშვიათად, მაგრამ მაინც გამოჩნდება ხოლმე სინათლის სხივი, ადამიანს გულს რომ გაგითბობს და მომავლის იმედს გისახავს. სწორედ ასეთ სხივად მოევლინა ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სოფელ კუმისის საჯარო სკოლას ახალი ამბავი, რომელიც ქიმიის მასწავლებელ ნანა ფალიაშვილის წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლდათ.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩატარებული გარე დაკვირვების ონლაინ გაკვეთილი დადებითად შეფასდა სპეციალისტების მიერ და მოიპოვა წამყვანი პედაგოგის სტატუსი. ამაზე სასიხარულო რა უნდა იყოს? როცა ადამიანი არ უშინდები შექმნილ სიტუაციას, პანდემიის მიუხედავად, აგრძელებ ბრძოლას დასახული მიზნისაკენ - ეს არის სწორედ ჭეშმარიტი პროფესიონალიზმი.
კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა: „შრომა უდიდესი სიქველეა ამქვეყნად და არც არავის ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე“. სწორედ შრომაში გამოჩენილ სიმამაცედ ითვლება მასწავლებლის ძალისხმევა, რომელსაც სურს პროფესიული თვალსაზრისით უფრო დაოსტატდეს, გადალახოს ყველა დაბრკოლება, მაქსიმუმი გააკეთოს თავისი მოსწავლეებისათვის და სრულყოს მათი ცოდნა.
სტატუსის ამაღლება თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ჭეშმარიტი პროფესიონალისთვის არ არსებობს გაჩერების მიზეზი, ის აგრძელებს სვლას დასახული მიზნისაკენ და აღწევს კიდეც წარმატებას. თუ ქვეყანაში ყველა ადამიანი პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის საქმეს, პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. მთავარია არ გაჩერდე, არ დანებდე, არ დაკარგო იმედი, იარე წინ!
ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სოფელ კუმისის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ქიმიის მასწავლებელ ნანა ფალიაშვილს ამ წარმატებას, მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილების ჩატარებას უსურვებს“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება