სიახლეები
სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გონივრული მისადაგების ვალდებულებას არასათანადოდ ასრულებს - სახალხო დამცველი
09-12-2020
-
+


სახალხო დამცველი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დისკრიმინაციაზე მიუთითებს და ცენტრის მიერ ვალდებულების არასათანადო შესრულებაზე საუბრობს.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ვიგებთ, აბიტურიენტმა, რომელმაც სახალხო დამცველის ოფისს მიმართა, განაცხადა, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, რადგან ინგლისური ენის ჩაბარებისას მის საჭიროებებზე მორგებული პირობები არ იყო შექმნილი.

აღნიშნული განცხადების შემდგომ სახალხო დამცველმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთიანი ეროვნული გამოცდებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ შესრულების თაობაზე მიმართა.

საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული ძალისხმევის მიუხედავად, ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გონივრული მისადაგების ვალდებულება არასათანადოდ სრულდება“, - ვკითხულობთ წერილში.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას აუცილებელია გაიწეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა.

დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული გონივრული მისადაგების ღონისძიების გამოცდილებებზე. კერძოდ, გონივრული მისადაგების ფორმა სმენის პრობლემის მქონე პირისთვის, შესაძლებელია, გულისხმობდეს რამდენიმე კომპონენტის კომბინაციას (როგორიცაა უშუალო სმენითი ღონისძიებების განხორციელება, ასევე სხვა დამატებითი საშუალებების მობილიზება). ამ კუთხით, არსებითია, აღმოიფხვრას იმგვარი ნორმატიული ბარიერები, რაც გონივრული მისადაგების ფორმებს გაუმართლებლად შეზღუდავს.

მიმართვაში განმარტებულია, რომ სახელმწიფომ გონივრულ მისადაგების ღონისძიების უზრუნველყოფისთვის უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რამდენადაც ამ შემთხვევაში შესაძლებელია გადაიჭრას შესაბამისი პირის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები. გონივრულ მისადაგებაზე უარი ყველა შემთხევაში უნდა იყოს დასაბუთებული და მხარისთვის დამაჯერებელი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება