სიახლეები
სკოლები

''ნ და ნ 2000'' კერძო სკოლა ''მილენიუმში'' იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი საინტერესო კვირეული გაიმართა
27-10-2017
-
+


შპს ''ნ და ნ 2000'' კერძო სკოლა ''მილენიუმში'' იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის მთელი შემოქმედება დიდქტიკური ხასიათისაა, მისი ''დედა ენის'' პრინციპებზე შექმნილი სახელმძღვანელო კი საუკუნე-ნახევრის შემდეგაც ისევ პირველი წიგნია ქართველი მოსწავლეებისთვის, პირველი შეხვედრა წიგნიერების სამყაროსთან...

პედაგოგისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პირველკლასელთათვის მშობლიური წერა-კითხვის შეყვარება და გათავისება. ჩვენი პატარების პირველმა ღია გაკვეთილმა მხოლოდ მონაწილეები და მათი მასწავლებელი კი არა ააღელვა, დამსწრეთა გულებსაც შეეხო და შედეგიც მალე ვიხილეთ: გაბრწყინებული თვალები სკოლის დერეფნებში, იაკობის ძეგლისკენ მიმავალი მომავალი თაობა და ლამაზ სიმღერებად დაღვრილი ნატვრა-სურვილები... (პირველი კლასის მასწავლებლები: ელენე სარალიძე, ლამარა გოგუაძე, ირინა კურტანიძე).

მეორე კლასელებმა უკვე იციან კითხვის ''გემო'' და ფასი, მათ იაკობის შემეცნებითი მოთხრობები გაახსენეს დამსწრე საზოგადოებას. ''საყმაწვილო ლიტერატურას, – როგორც თვითონ გოგებაშვილი წერს – დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში, მის წარმატებაში. ეს არის საუკეთესო საძირკველი, რომელზედაც შენდება მთელი ლიტერატურა და მეცნიერება ხალხისა''. იაკობის მოთხრობების გაანალიზება დიდ სიკეთეს დათესავს ჩვენი მოსწავლეების გულებში. კეთილშობილი და ჰუმანური მისწრაფებებით აღზრდილნი კი ღირსეულ სამსახურს გაუწევენ საკუთარ თავსაც და სამშობლოსაც... (მეორე კლასის მასწავლებელი ხათუნა გოგილიძე).

მესამე კლასელებმა ქართველი საზოგადო მოღვაწიოს ბიოგრაფია და შემოქმედება განიხილეს. თავადაც აამღერეს ლექსები და იაკობის ხმითაც დატკბნენ. იაკობ გოგებაშვილის აზრით, საბავშვო ნაწარმოების ზეგავლენის ძალა ცოცხალ და მხატვრულ სიტყვაზეა დამოკიდებული. ''უამბეთ ბავშვებს ცოცხლად და სურათულად, და თქვენ მათს ნორჩ გულში ჩასახავთ ღრმასა და მეტად ნაყოფიერს შთაბეჭდილებასა'', – წერს იგი. ჩვენი პედაგოგები კი გაცილებით შორის წავიდნენ და ეს ''ცოცხალი'' და ''სურათული'' თხრობა თვით მოსწავლეებს ანდეს. სწავლება კი საუკეთესო სწავლაა. დღეს ნებისმიერი მათგანი შეძლებს გადმოგცეთ საკუთარი აზრი და ხედვა ამ დიდი მწერლის შემოქმედებაზე... (მესამე კლასის მასწავლებელი ნათელა მენთეშაშვილი).

მეოთხე კლასელებმა დამწერლობის სხვა ხიბლი შეიგრძნეს, მხედრული ანბანის გარდა, ასომთავრულიც მოსინჯეს და იაკობის ბრძნული აზრები ძველი ქართული ასოებით მოავარაყეს... ''ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა'' - ამ დასახელებით შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ანბანის სამი სახეობა - მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული.... უმთავრესია, მოსწავლემ იცოდეს, რა იმემკვიდრა წინაპართაგან და რას უნდა გაუფრთხილდეს მომავლისთვის, ამ ყველაფერს კი საფუძველი სწორედ ახლა ეყრება ჩვენი პატარებისთვის.... (მეოთხე კლასის მასწავლებელი შორენა კოკოლაშვილი).

საბოლოო შეფასება კი კვირეულისა დადებითი იყო. მუსიკალურად გაფორმებული (პედ. მანანა მოდებაძე), ორგანიზებული ღონისძიებები და დატვირთული შემეცნებითი მასალა. მადლობა თითოეულ პედაგოგსა და დაწყებითი სწავლების კათედრის ხელმძღვანეს, ქალბატონ ნათელა მენთეშაშვილის ამ საინტერესო კვირეულისთვის.

ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნესტან ჭუმბურიძე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება