სიახლეები
საინტერესო

NASA ისტორიაში პირველ მთვარის სადგურს ააშენებს
27-10-2017
-
+


2017 წლის გაზაფხულზე, NASA-მ გაამჟღავნა საკუთარი გეგმები იმასათან დაკავშირებით, თუ რისთვის სჭირდებოდა კოსმოსური გაშვების სისტემის Space Launch System (SLS) რაკეტა: იგეგმება ღრმა კოსმოსის კარიბჭის (Deep Space Gateway) აგება - კოსმოსური სადგური ე. წ. სისლუნარულ ორბიტაზე (დედამიწასა და მთვარეს შორის), რომელსაც ტრამპლინად გამოიყენებენ მზის სისტემის კვლევებში.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ეს იქნებოდა NASA-ს პროექტი და სააგენტო მას 2021-2026 წლებში ააშენებდა, ოთხ ძირითად მოდულს კი რამდენიმე SLS რაკეტით აიტანდა. დეტალები ბურუსით იყო მოცული, ბევრი არაფერი იყო ცნობილი მრავალი საჭირო კომპონენტისა და კონტრაქტორების შესახებ.

თუმცა, გუშინ, NASA-მ და რუსეთის კოსმოსურმა სააგენტო „როსკოსმოსმა" გაავრცელეს ცნობა, რომ ამ სადგურს ისინი ერთობლივად ააშენებენ. შეთანხმებას მათ ხელი ავსტრალიაში მოაწერეს, ადელაიდაში გამართულ 68-ე საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესზე.

საინტერესოა, რა წვლილს შეიტანს პროექტში რუსეთი? სააგენტო TASS-ის ცნობით, როგორც რუსეთის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ისინი სადგურის ოთხი მოდულიდან ერთ-ერთს ააგებენ, ისევე როგორც შეპირაპირების მექანიზმს, რომელსაც კოსმოსური ხომალდები სადგურთან მიახლოებისას გამოიყენებენ.

გარდა ამისა, რუსეთი თავის თავზე იღებს სადგურის ზოგიერთი დეტალის ატანას თავისი ახალი, სუპერმძიმე ტვირთების ამწევი რაკეტით. რაკეტა მათ არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს რაკეტა Angara, რომელზე მუშაობაც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს და მისი პირველი ფრენა უახლოეს რამდენიმე წელიწადში იგეგმება.

ღრმა კოსმოსის კარიბჭე ძირითადი დანიშნულების ადგილი იქნება NASA-სთვის ადამიანების კოსმოსში გასაშვებად მას შემდეგ, რაც დასრულდება SLS და „ორიონის" მოდულებზე მუშაობა. 2018 წელს, რაკეტა SLS ორიონის კაფსულას მთვარის მიღმა გადაიტანს. სწორედ SLS იქნება გამოყენებული იუპიტერის სისტემაში ხომალდ „ევროპა კლიპერის" გასატანადაც.

თავდაპირველი სტრატეგიის მიხედვით, გაშვებები დაგეგმილი იყო 2021-2023 წლებში, როდესაც უნდა გაშვებულიყო მზის ენერგიაზე მომუშავე ავტობუსის მოდული, რომელსაც 2024 წელს საცხოვრებელი მოდული უნდა მოჰყოლოდა, 2025 წელს ლოჯისტიკის მოდული, საბოლოოდ კი ატმოსფერული მუხრუჭის მოდული 2026 წელს.

ამ ეტაპზე, NASA-მ კონტრაქტორებისგან უკვე მოითხოვა შეთავაზებები ენერგიის მოდულისა და საცხოვრებელი სისტემის შესახებ. სააგენტოს არაფერი უთქვამს, რომ რუსეთის ჩართულობას რაიმე გავლენა ექნებოდა სამი მოდულის მშენებლობაზე.

ახლა, როდესაც რუსებმა პროექტში ჩართულობის შესახებ განაცხადეს, უცნობია, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ყოველივე სადგურის სტრუქტურაზე ან მოდელების კონფიგურაციაზე. არაა გამორიცხული, რომ ამ ფაქტმა პროექტში ჩართვისაკენ უბიძგოს სხვა ქვეყნების კოსმოსურ სააგენტოებსაც.

რა თქმა უნდა, რუსები ჩართულები იყვნენ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობაშიც. მათ შექმნეს მოდული „ზარია" რეაქტიული აჩქარებისთვის და სანავიგაციო გზამკვლევი, შემდეგ კი საცხოვრებელი მოდული „ზვეზდა" და შეპირაპირების მოდულები „პირსი", „პოისკი" და „რასვეტი". 

მთლიანობაში, რუსების წვლილი სადგურზე დაახლოებით ნახევარია, მათ შორისა ასტრონავტები და სადგურზე ადამიანთა გაგზავნის ერთადერთი საშუალება - „სოიუზის" რაკეტები.

ბოლო წლებში, რუსეთმა საგრძნობლად შეამცირა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მხარდაჭერა და თითქმის მზად იყო პროექტიდან მთლიანად გასასვლელად. მაგრამ, 2017 წლის დასაწყისში, რუსეთი სადგურის მხარდაჭერას 2024 წლამდე დათანხმდა, თუ საჭირო გახდა კი 2028 წლამდეც.

გარდა ამისა, რუსეთი ასევე მუშაობს მრავალმიზნობრივი ლაბორატორიის მოდულზე (MLM), რომლის გაშვებაც 2007 წელს იგეგმებოდა, თუმცა ამ ლაბორატორიის სადგურზე მიბმა 2018 წლამდე გადაიდო.

ღრმა კოსმოსის კარიბჭეში ჩართულობის გამოცხადებამდე, რუსეთი აცხადებდა, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროექტის დასრულების შემდეგ, ისინი საკუთარ ორბიტულ სადგურს გაუშვებდნენ. სავარაუდოდ, რუსები ასევე მუშაობენ მთვარის ორბიტერისა და მავალის მისიაზეც.

ღრმა კოსმოსის კარიბჭის შესახებ, ცნობილი ხდება კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - შესაძლოა იგი ე. წ. მზის იალქნით აღიჭუროვოს. 

კანადის კოსმოსური სააგენტოს ინჟინრებს აქვთ შეთავაზება, რომ ჭიშკარს მიამაგრონ მზის პატარა იალქანი, რომელიც კოსმოსურ სადგურს ორიენტაციას რეაქტიული ძრავების გარეშე შეუცვლის. მისი ზედაპირის ფართობი დაახლოებით 50 მეტრი იქნება და დაზოგავს ასობით კილოგრამ ჰიდრაზინის საწვავს, რომელიც ღრმა კოსმოსის სადგურს ესაჭიროება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება